რა თქმა უნდა, ამ და სხვა ხრიკების გარდა დიზაინერებმა ისიც იციან, თუ როგორ უნდა მოაწყონ პატარა სივრცე, ახლა სწორედ ამ ხრიკების გამხელის დროა.
ნახეთ, რამდენიმე იდეა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ პატარა სახლი.
სარკე პატარა ინტერიერში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, ის სივრცეს ზრდის და მოცულობას მატებს ოთახს.

ადგილის დასაზოგად მზგავსი სტილის

ინტერიერის დიზაინერების რჩევით, პატარა ოთახისთვის დიდი ავეჯი არ უნდა აარჩიოთ, რადგან ეს კიდევ უფრო დააპატარავებს ოთახს. აი ეს პატარა დივანი, დიდი სივრცის იმიტაციას ნამდვილად ქმნის.

პატარა ოთახში ბევრი უჯრისა და კარადის ადგილი არ არის, ამიტომ კედლები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ ისინი.

თითქოს პატარა ოთახია, მაგრამ რამდენი რამ დაეტია, აი ეს არის სწორად მოწყობილი სივრცის დადებითი მხარე.

პატარა აივანზეც შეიძლება მყუდრო გარემოს შექმნა, მთავარია სწორედ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ავეჯი.

როგორი ფერადი და ნათელია აქაურობა, ყვავილების დამატება ინტერიერში ყოველთვის კარგი იდეაა.

დაიმახსოვრეთ, თეთრი ფერი პატარა ინტერიერის მოსაწყობად სწორი არჩევანია, თეთრი სივრცეს ზრდის და მუდმივად სისუფთავის იერს სძენს სახლს.

როგორი მყუდრო და დახვეწილია ეს პატარა ოთახი, თან ადგილიც საკმარისადაა.

ოთახის ჩვეთვის სასურველ კუთხეში ათობით წიგნის დატევაც არის შესაძლებელი, მთავარია სწორი ადგილი მოვუძებნოთ მათ.


სახლის პატრონს კიბის ქვეშ სივრცე არ დაუკარგავს და მისაღები ოთახი მოუწვყია, როგორც ჩანს, სივრცის სწორად განაწილება ყველა პრობლემას აგვარებს.

წყარო: idealhome.co.uk