რამდენიმე ხრიკი პატარა საძინებლის მოსაწყობად

რამდენიმე ხრიკი პატარა საძინებლის მოსაწყობად

როგორ მოვაწყო სახლი? სად დავატიო ამდენი ავეჯი და რა მოვუხერხო პატარა სივრცეს?

ხშირად სახლის მოწყობაზე ფიქრში თვეებს ვხარჯავთ და საბოლოოდ მაინც ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს. მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს და რა თქმა უნდა, პატარა სივრცის იდეალურად მოწყობაც არის შესაძლებელი.

ნახეთ, როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი კარგად.


აარჩიეთ ფერები


სანამ პატარა საძინებლის მოწყობას დაიწყებთ, ფერები დაკვირვებით აარჩიეთ. თუ სივრცის გაზრდა და მოცულობის მომატება გსურთ, მაშინ უპირატესობა ღია, სადა ფერებს უნდა მიანიჭოთ. მაგალითად, თეთრი, კრემისფერი და ღია ყავისფერი იდეალური
ფერებია.

შეარჩიეთ განათება


როდესაც პატარა სივრცეზე ვსაუბრობთ, განათება ყურადღებით უნდა შევარჩიოთ, რადგან დაბალმა და თბილმა ნათებამ შესაძლოა უფრო შეამციროს სივრცე. ამიტომ ფანჯრების მიხედვით გადაწყვიტეთ, თუ როგორი განათება მოუხდება თქვენს საძინებელ ოთახს.

გამოკვეთეთ სივრცე


სივრცის უკეთ გამოსაკვეთად, პატარა ფეხებზე მდგარი ავეჯი შეიძინეთ და რაც მთავარია, თავი შეიკავეთ დიდი, მოცულობითი ნივთებისგან, მათი ადგილი ნამდვილად არ გვაქვს.

დადგით მრავალფუნქციური ავეჯი


პატარა სივრცის ერთი პლუსი ის არის, რომ ბიუჯეტური და მყუდროა. საძინებელი ოთახის მოწყობისას ეცადეთ, მრავალფუნქციური ავეჯი შეიძინოთ. მაგალითად, ეს წიგნების კარადა პარალელურად კომოდის ფუნქციას ითავსებს და სხვა ნივთების ადგილიც დარჩა იქ.

არ შეუშინდეთ ფანჯრებს


პატარა სივრცემ არ მოგატყუოთ და ოთახის მოწყობისას თავს ნუ შეიზღუდავთ. დაიმახსოვრეთ, ფანჯრიანი ოთახი თქვენს საძინებელს უფრო ნათელს წარმოაჩენს და სივრცეს სიმყუდროვეს შემატებს. ბუნებრივი სინათლის წყარო წიგნის წაკითხვის დროსაც დაგეხმარებათ.

წყარო: forbes.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93