დადგით რბილი სავარძელი

სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, დადგით რბილი სავარძელი და კომფორტული საღამოები მოიწყვეთ. რბილი სავარძელი კარგად მოკალათებისთვის იდეალურია
შეარჩიეთ სკამები და მაგიდა

მხოლოდ რბილი სავარძელი ინტერიერს არ ეყოფა, ამიტომ რკინის სკამები და მაგიდა შეარჩიეთ. რკინა გაზაფხულის წვიმიანი ამინდებისთვის ყველაზე შესაფერისია. მალე შრება და ამინდი ვერაფერს დააკლდებს.

ოთახის მცენარეები სახლში აუცილებლად გექნებათ, უკვე დათბა და შეგიძლიათ ისინი მზეზე გამოიტანოთ. ასე ინტერიერსაც შეალამაზებთ და მცენარეებსაც ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ.
განათება არ დაგავიწყდეთ

თქვენი საგაზაფხულო აივანი განათების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, შეიძინეთ მსუბუქი ტონის განათება, სურნელოვანი სანთლები და წყნარი, მშვიდი სივრცე მოიწყვეთ.
ჩამოკიდეთ საქანელა

თუ აივანზე საკმარისი სივრცე გაქვთ მაშინ კუთხეში საქანელაც ჩამოკიდეთ, ეს ინტერიერს სრულყოფილ სახეს მისცემს, თან დილაობით მზის გულზე საქანელაზე დასვენება თქვენც გესიამოვნებათ.