ბევრ ბინაში აივანი აგარაკის მინიატურულ ანალოგად იქცევა ხოლმე. იქ ძირითა
ნაბიჯი პირველი - განათება

განათების დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ კომფორტის შეგრძნება. ბოლო პერიოდში დიზაინერები აივნებზე ხშირად იყენებენ ლამპარის ფორმის სანათებს. ასევე, ძალიან ეკონომიური ვარიანტია მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები, რომელთა ფასი „გორგიაში“ სულ რაღაც 3.25 ლარია.
შედარებით დაბალი და „მშვიდი“ განათება სავსებით საკმარისი იქნება აივნისთვის. რა ჯობია გაზაფხულის მშვიდ საღამოს, აივანზე ჩაის დალევას და წიგნების კითხვას?

ნაბიჯი მეორე - აივნის თაროები

თაროები ადგილის დაზოგვის მიზნით ძალიან კარგი გამოსავალია. თაროებზე შეგიძლიათ დააწყოთ ლამაზი ნივთები და ქოთნის მცენარეებიც. ასევე, ძალიან აქტუალურია ხის დასაკეცი თაროები, რომლის ფართო არჩევანი არსებობს და ფასებიც ძალიან ეკონომიურია.

ნაბიჯი მესამე - გამწვანება

აივნის გალამაზების ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ვარიანტია, გაზარდოთ ყვავილები, მხვიარები, კაქტუსები და ლიმონის ხეც კი. შეარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც ზაფხულის სიცხეს და ზამთრის ყინვას უძლებს. მაგალითად, როზმარინი, ნაძვი და ჭყორი ძალიან მარტივი მოსავლელია და შეგიძლიათ გაზარდოთ აივანზე. დეკორატიული ფუნქციის გარდა, როზმარინის ფოთლები შეგიძლიათ კულინარიაშიც გამოიყენოთ. ჭყორს მბრწყინავი, მუქი მწვანე ან ორფეროვანი ტყავისებური ფოთლები და კაშკაშა, მიმზიდველი, თეთრი, ნარინჯისფერი, წითელი ან შავი ნაყოფი აქვს, რომლებიც მთელი ზამთრის განმავლობაში რჩება მცენარეზე. ასევე, შეგიძლიათ აივანი ხელოვნური მცენარეებითაც გაალამაზოთ.

ყურადღება მიაქციეთ ქოთნების დიზაინს. აარჩიეთ მსგავსი ფაქტურის და ფერის ქოთნები. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც შავ-თეთრი, ასევე ფერადი ქოთნებიც, რომელთა ფასები „გორგიაში“ 3 ლარიდან იწყება. ქოთნების ფართო არჩევანი იხილეთ „გორგიას“ საიტზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ მისამაგრებელი მხვიარა მცენარეებისთვის, რომელსაც სიმბოლურ ფასად - 2.90 ლარად შეიძენთ. მხვიარა ასევე შეგიძლიათ მოაჯირზეც მიამაგროთ.
- გვეწვიეთ "გორგიას" ბაღში, სადაც მცენარეების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.
ნაბიჯი მეხუთე - ავეჯი

ავეჯის შერჩევისას გაითვალისწინეთ მისი ფაქტურა. ავეჯმა უნდა გაუძლოს მზეს, წვიმას, ნესტსა და ყინვას. ყველაზე პრაქტიკული რკინის, ხის ან დაწნული ავეჯია, რომელიც სპეციალურად ექსტერიერისთვისაა განკუთვნილი. მოწნული მაგიდა ორი სკამით შეგიძლიათ შეიძინოთ 300 ლარად.

ასევე, აივნისთვის იდეალურია ბუდე საქანელა-სავარძელი, რომელიც ასევე ძალიან კომფორტულია. ის შეგიძლიათ აგარაკზეც წაიღოთ.
2021 წლის ტრენდული ფერი დიზაინში არის ფირუზისფერი და ლურჯი. ასეთ საქანელა-სავარძელს შეგიძლიათ შეუხამოთ ქოთნების ან სანათის ფერი.

კომფორტული და ბიუჯეტური არის ასევე სკამი-შეზლონგი, დიდი ნაჭრით, რომელიც იკეცება და განსაკუთრებით მოსახერხებელია პატარა აივნისთვის.
გახსოვდეთ, რომ სილამაზე - დეტალებშია. მორთეთ აივანი იმითაც, რაც ხელთ გაქვთ. ახლა ძალიან ტრენდულია ხელნაკეთი ნივთები: ნაქსოვი პლედი, ხელნაკეთი ბალიშები, პატარა ხალიჩა - აივნისთვის შეუცვლელია. ისინი ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს. შეგიძლიათ დიზაინში გამოიყენოთ ვინტაჟური ნივთებიც.
