ლამაზი დილა კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე სამ ლამაზ მოდელთან ერთად; ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის მიერ შექმნილი შემოდგომა-ზამთრის Look-ები და, რაც ყველაზე მთავარია, პირველად გლამურული ჟურნალის ისტორიაში, ფოტოსესიის მთავარი გმირი - ჟოლოსფრად შეღებილი ცხვარი.
საშა პრიშვინის მიერ გადაღებული მოდელების ფოტოები ეფექტური გამოვიდა, მაგრამ ჟოლოსფერი ბეკეკა კონტექსტიდან ამოვარდნილი აღმოჩნდა. ამიტომაც ჟურნალის ფურცლებზე მოდელების ცხვართან ერთად ფოტოები არ მოხვდა.
მარაო.გე-ს მკითხველს ახლა ექსკლუზიურად აქვს ამ ფოტოების ნახვის საშუალება.
იხილეთ ფოტოგალერეა