ნუკი კოშკელიშვილმა ბათუმიდან ქობულეთამდე სველი საცურაო კოსტიუმით იარა - გაიცანით, როგორია კაპიტანი ნუკი

ნუკი კოშკელიშვილმა ბათუმიდან ქობულეთამდე სველი საცურაო კოსტიუმით იარა - გაიცანით, როგორია კაპიტანი ნუკი
ლამაზია და მხიარული, თანაც, ძალიან ზაფხულური. მიაჩნია, რომ ზაფხული ყველაზე მაგარი სეზონია. ზაფხულით იწყება მისი დაბადების დღეც. მოკლედ, 9 ივნისიდან ნუკის ზაფხული იწყება.
იხილეთ ფოტოგალერეა

ბავშვობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა. იქნებ ამიტომაც უყვარს ასე ძალიან ეს სეზონი.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ერთ-ერთი დაბადების დღიდან გამოჰყვა: 9 წლის იყო და ეგონა, თბილისში მოფრინავდა. თვითმფრინავში ჩაეძინა და... პარიზის "დისნეი ლენდში" აღმოჩნდა. სიურპრიზი, რომელიც მშობლებმა მოუწყვეს, მართლაც გამაოგნებლად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

როგორც ყველა გოგონას, ნუკისაც ძალიან უყვარდა
ლამაზი კაბები. ერთ წელიწადს, მოსკოვში ცხოვრების პერიოდში, აპრილიდან ამორჩეულ კაბას ყოველდღე იზომებდა და გულის ფანცქალით ელოდა დაბადების დღეს. და მოხდა სასწაული - დილას გაიღვიძა და... მოსკოვში თოვდა...((( დღემდე ახსოვს, როგორ ეტკინა გული და ატირდა. მაგრამ დედამ გული არ დასწყვიტა და სიფრიფანა კაბის ჩაცმის ნება დართო. უბედნიერესი დადიოდა მოსკოვის ქუჩებში დედასთან ერთად და ქურთუკებში ჩაფუთნულ ბავშვებს ამაყად უყურებდა. აი, ასეთი იყო...

ახლა, ახლა ზაფხულია და გეგმაში მთაში წასვლაც აქვს და ზღვაზეც. ცურვაც უცნაურად ისწავლა. შიში არასოდეს ჰქონია. პატარაობისას ზღვაში ჩახტა, ჩაყვინთა და გაცურა. მას შემდეგ ცურვა არც დაუმთავრებია ))). წყლის მიმართ საოცარი სიყვარული აქვს, ენითაუწერელი.

2 წლის წინ, ივნისში, მეგობართან ერთად ბათუმში წავიდა. წავიდა ორი დღით და... სექტემბერში დაბრუნდა. ბათუმიდან ქობულეთამდე სველი საცურაო კოსტიუმითაც უვლია. უყვარს ზღვა.

ულამაზესი და ჰყავს, ბუბუ. ნუკის მიაჩნია, რომ ბუბუ მასზე გაცილებით გემოვნებიანი და ჭკვიანია. ზოგჯერ ისეთი გააზრებული რჩევა მიუცია უმცროს დას, თვითონ აზრადაც რომ არ მოუვიდოდა.

დედა - ყველაზე ახლობელი. მან გაცილებით მეტი იცის ნუკიზე, ვიდრე თავად ნუკიმ)))
ბავშვობიდან შეყვარებული ხშირად ყოფილა... ზოგჯერ იმიტომ, რომ ის ვიღაც ჭკვიანი იყო, ზოგჯერ - ლამაზი... ზოგჯერ კი - სულაც არავისზე, მაგრამ სიყვარულის მოლოდინზე ყოფილა შეყვარებული!!!

ახლაც უყვარს და ბედნიერია ამით. საქმესაც უფრო გემრიელად აკეთებს და ყველაფერს ასწრებს.

თვლის, რომ ფერადია... უყვარს ფერების შეხამება. ზოგჯერ კონტრასტულად ახამებს, მაგრამ მოსწონს. არ უყვარს შავი.

გოგა ნიქაბაძის საკრუიზო კოსტიუმი მოირგო და უცებ გახდა მისეული.

ასეთია ივლისის ქოვერის ნუკი - ფერადი, მხიარული... და ზღვასა და ზაფხულზე შეყვარებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(ივლისის ნომერი)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 32 /
>>>
Miracle
15:07 / 10-08-2012
გამოხმაურება / 0 /
Harshala
I can't believe I've been going for years wtihuot knowing that.
16:03 / 02-08-2012
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93