ძვ.წ. V ათასწლეული, მესოპოტამიაში მცხოვრები შუმერი ქალი, ქორწილის პირველი დღე, სიხარული, მწუხარება, სევდა, მოლოდინი, იმედგაცრუება და სიამაყე - ეს ის გარემო და გრძნობებია, რომელსაც ფოტოპროექტი Sumerian Bride აღძრავს.
იხილეთ ფოტოგალერეა
უტა ბექაიას ფანტაზიას დავამატოთ სერგო ფარაჯანოვის ესთეტიკა, კრისტი ყიფშიძის აღმოსავლური სილამაზე და შოთიკო ბოჭორიშვილის ობიექტივი - მივიღებთ დროის მანქანას, რომელიც დიდი ხნის წინანდელ ტრადიციებსა და სილამაზეს გვაზიარებს.
უტას თქმით, ”კრისტი არის ზექალი, ადამიანი, რომელიც თავისი არსებობით ქმნის შთაგონებას ხელოვნებისთვის, რომლის სახისგან მრავალი სხვადასხვა იმიჯის შექმნა შეიძლება”. მან ნათქვამი დაამტკიცა შედეგით.
უტას მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, ცოტაოდენი ინფორმაცია მოდელისგანაც მიმეღო და მასაც გავესაუბრე. კრისტიმ აღნიშნა, რომ უტას პროექტში მონაწილეობა მისთვის დიდი პატივი იყო, რადგან იმიჯის ცვლა, რისკი და საქმის ბოლომდე მიყვანა მისი ჰობია. ძალიან კმაყოფილია შედეგით და თვლის, რომ ეს მისი ერთადერთი საუკეთესო ფოტოპროექტია.
დაახლოებით იგივე განაცხადა ფოტოგრაფმა შოთიკო ბოჭორიშვილმაც, რომლის ფოტოები ასე ახლოდან და დეტალურად ნანახი არ მქონდა. კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. ძალიან გამიხარდება და სასიამოვნოც იქნება, თუ სხვა დიზაინერებიც გააკეთებენ მსგავსი სტილის ედიტორიალ-ებს და თავიანთ ფანტაზიებს, შეხედულებებსა და აზროვნებას გასაქანს მისცემენ.
მოკლედ, მე ისღა დამრჩენია, დაგემშვიდობოთ, თავი აღარ მოგაბეზროთ გრძელი წინადადებებით და თქვენი მზერა ფოტოებისკენ მივმართო.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)