იცეკვო ფეხსაცმლით და ამავე დროს, ფეხშიშველმა? ახლა ეს წარმოუდგენელი აღარ არის ავანგარდული ცეკვების მოყვარულთათვის. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს სპორტული ინვენტარის მწარმოებელი მარკა NIKE. ფირმის სპეციალისტებმა შექმნეს სპეციალური ფეხსაცმელი ფეხშიშველი ცეკვისთვის, პილატესისა და იოგისთვის.
პარადოქსული სახელწოდება "ფეხსაცმელი ფეხშიშველას ეფექტით" - ერთადერთი უცნაურობა არ არის, რითაც NIKE Studio Wrap ცდილობს, გაგვაოცოს. ახალი ფიტნეს-ფეხსაცმლის მთავარი კოზირი მისი იერსახეა – სპორტული ტექნოლოგიურობისა და კლასიკური საბალეტო ელაგანტურობის შერწყმა.
ფეხსაცმელი იმ ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ფიტნესით, იოგათი, პილატესით და ცეკვებით არიან დაკავებულნი და რომელთაც ამ ყველაფრის კეთება ფეხშიშველებს ურჩევნიათ. სპორტული ფეხსაცმელი NIKE Studio Wrap ჰიგიენურია და ფეხშიშველა ვარჯიშის დროს ფეხის გაცურებისგან იცავს მის მომხმარებელს.
ასეთი ფეხსაცმლის კომპლექტი სამი ელემენტისგან შედგება – სპორტული ჩუსტები ფეხშიშველას ეფექტით, ე.წ. ბალეტკები და ლენტები, რომლებიც შეგიძლიათ სურვილისამებრ და სხვადასხვა დანიშნულებით შემოიხვიოთ ფეხზე.
ფეხსაცმელი ფეხშიშველას ეფექტით ჯერჯერობით ორ ფერში - შავსა და ვარდისფერში გამოდის.