მას მერე, რაც ჟურნალ Harper’s Bazaar-ის საერთაშორისო რედაქტორად სახელგანთქმული სტილისტი და ფრანგული Vogue-ის ყოფილი რედაქტორი კარინ როიტფელდი დაინიშნა, ჟურნალი მკითხველებს ახალ-ახალი და ძალიან უცნაური პროექტებით აოცებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბრიტანული Harper’s Bazaar-ის მაისის ნომრის უცნაური ფოტოსესია სებასტიან ფაენმა გადაიღო. ფოტოსესიის მთავარი გმირები მხოლოდ ცნობილი მოდელები კი არ არიან, არამედ ველური ცხოველებიც.
ორიგინალურ გადაღებაში ირინა შეიკი, კეიტ აპტონი და სხვა მოდელები ცხოველების ექიმების როლში არიან გამოყვანილნი. ასე ორიგინალურად წარმოაჩენენ მოდელები Dior-ის, Chanel-ის, Dolce&Gabbana-ს, Armani-ს, Givenchy-ს, Alexander Wang-ის, Christopher Kane-ის, Lous Vuitton-ის 2013 წლის კოლექციებს.
კარინ როიტფელდის იდეა, მოდელები ველურ ცხოველებთან ერთად გადაეღო, მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცნობილი ბრენდების კოლექციების წარმოჩენას, არამედ მკითხველისთვის იმის შეხსენებას, რომ ბუნებას დაცვა სჭირდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო