ooh La LA! აუცილებლად უნდა ნახოთ, რა მოგვიმზადა პენელოპა კრუსმა! მისი თანამშრომლობა ბრენდთან AGENT PROVOCATEUR (კონკრეტულად კი ახალი ხაზ L’Agent-თან) დასრულდა... მოკლემეტრაჟიანი ფილმით, თანაც საოცარი სამსახიობო ნაკრების მონაწილეობით!
იხილეთ ფოტოგალერეა
ეს გახლავთ პენელოპას სადებიუტო რეჟისორული ნაშრომი, ხოლო მთავარ როლებში იხილავთ.... მონიკა კრუსს (ჯერ კიდევ ორსულს!), ჰავიერ ბარდემსა და... ირინა შეიკს.
მინივიდეოს სიუჟეტი კუბრიკის "ფართოდ დახუჭულ თვალებს" მოგაგონებთ: მთავარი გმირი იდეალურ სამყაროში მოხვდება, სადაც ლამაზმანები Agent Provocateur-ის თეთრეულში არიან გამოწყობილნი და მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მამაკაცებს სიამოვნება მიანიჭონ.
თუმცა, ფილმის დასასრული ძალიან მოულოდნელია! ბევრს აღარ გავაგრძელებთ და არც სიუჟეტს მოგიყვებით ბოლომდე. თავად ნახეთ და ისიამოვნეთ პენელოპა კრუსის სადებიუტო რეჟისორული ნაშრომით!