შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენების ამსახველი ფოტოსურათების დათვალიერებისას ისეთი შეგრძნება გრჩება, რომ თითქოს დროთა განმავლობაში სამყარო ხდებოდა უფრო ნათელი.
იხილეთ ფოტოგალერეა
თითქოს მეოცე საუკუნის დასაწყისში გარშემო ყველაფერი იყო შავ-თეთრი, ხოლო შემდეგ თანდათან იღებდა ფერებს და ჩრდილებს. თუმცა, რა თქმა უნდა, წარსული არ ყოფილა ფერებს მოკლებული. ხალხს, მათ სამოსს, პეიზაჟს ფონზე - ყველაფერს გააჩნდა თავისი ფერი.
პროექტის - ”ისტორია ფერებში” მონაწილეებმა მოიფიქრეს, როგორ შეეხედათ გასული საუკუნისთვის ისე, რომ ფერები არ დაეკარგათ. ციფრული მხატვრობის პროფესიონალებმა გააფერადეს ისტორიული ფოტოსურათები, რომელთა მხოლოდ შავ-თეთრი ვარიანტები შემოგვინახა ისტორიამ. ფოტოებს ფერებმა განსაკუთრებული სიცოცხლე შთაბერა.
ერთი შეხედვით, იდეა თითქოს უბრალოა და მასში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მიღებულმა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, გამოსახულებას საოცარი ეფექტი აქვს: გაფერადებული ისტორიული მომენტები არაჩვეულებრივად ცოცხალი და ლამაზი გამოდის.
ფერები ადამიანთა სახეებს უფრო რეალურს ხდის. მოვლენები, სამხედრო სცენები ან უბრალოდ, მეგობრული საუბრები ფოტოზე ისე გამოიყურება, თითქოს ეს ყველაფერი სულ ახლახან მოხდა.
ამჯერად წარმოგიდგენთ ოც ფერად ფოტოსურათს, რომელთა ყურებასაც წლების მანძილზე მიჩვეულნი ვართ შავ-თეთრ ფერებში.
იხილეთ ფოტოგალერეა
ნინო კანდელაკი
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)