როგორც ცნობილია, სკანდალური რეკლამა – ყველაზე ეფექტურად მუშაობს. როგორც ჩანს, წინდების მწარმოებელმა შვედურმა მარკამ Happy Socks-მა ეს გაითვალისწინა, როცა საშემოდგომო კოლექციისთვის ცნობილი ფოტოგრაფი დევიდ ლაშაპელი მიიწვია.
იხილეთ ფოტოგალერეა
თუ ჯერ არ იცნობთ ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ფოტოგრაფის შემოქმედებას, გეტყვით, რომ ის ცნობილია თავისი ეპატაჟური და სექსუალური პროექტებით, ხშირად იუმორისტული ქვეტექსტებით.
ამჯერად მაესტრომ წინდებს გაუკეთა რეკლამა და მასში მოდელებად გამოიყვანა მოცეკვავეები, რომლებიც, პრაქტიკულად, შიშვლები არიან. და მართლაც, რა საჭიროა ტანსაცმელი, როცა გაქვს "ბედნიერი წინდები"?
"გადავწყვიტე, ყურადღება გამემახვილებინა მოცეკვავეების ფიზიკურ მონაცემებზე; ასევე, გადმომეცა ჰაერში ატყორცნილი სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება", - ამბობს ლაშაპელი თავისი ბოლო ნამუშევრის შესახებ.