ბარბადოსელი მომღერალი რიანა კვლავ გაშიშვლდა. ამჯერად 25 წლის მომღერალმა მონაწილეობა მიიღო მოდური ჟურნალის, Vogue Brazil-ის ფოტოსესიაში.
იხილეთ ფოტოგალერეა
გადაღებები კუნძულ ანგრა-დუს-რეისის პლაჟზე მიმდინარეობდა, ფოტოგრაფი მარიანო ვივანკო გახლდათ. სწორედ მისი კამერის წინ მოირგო რირიმ 5 თამამი იმიჯი.
მომღერალმა, რომელიც თავისი სითამამით არის ცნობილი, გადაწყვიტა, "დაეფარა" შიშველი მკერდი – უცნობია მზისგან თუ უცხო თვალისგან და მან მკერდის თავებზე "სკოტჩი" დაიკრო.
ფოტოსესიის შედეგების ნახვა ბრაზილიური Vogue-ის მაისის ნომერში იქნება შესაძლებელი.