წლები გადის და ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ჩვენი სხეული უწინდებურად მოხდენილი აღარაა, არც სახეზე გვქნოდა ამდენი ნაოჭი...
მოკლედ სიბერე გვეპარება. ადრე თუ ნებისმიერ სამოსს იხდენდით, ახლა ისეთი მოდელები უნდა ავარჩიოთ, რომლებიც ჩვენი ნაკლისა და რაც მთავარია, ასაკის დამალვას შეძლებენ.
მოერიდეთ შავს!
შავი მართალია ელეგანტურია და სხეულის ნაკლოვანებებსაც მალავს, მაგრამ მისი ერთი თავისებურების შესახებაც არ დაივიწყოთ- შავი ძალიან აბერებს. ჩაატარეთ ექსპერიმენტი- ჩაიცვით გრძელი შავი კაბა და ყელზეც შავი შარფი შემოიხვიეთ, დარწმუნდებით რომ თქვენი თითოეული ნაოჭი უფრო თვალსაჩინო გახდება.
დაბერების პროცესში სხეულის სხვადასხვა ნაწილი ფორმას საგრძნობლად იცვლის. მკერდთან დაკავშირებული პრობლემა შეგიძლიათ კარგი ბიუსჰალტერის წყალობით გამოასწოროთ. ჯინსის ყიდვისას არ დაგავიწყდეთ გადაამოწმოთ, ხომ არ შეიცავს იგი დიდი რაოდენობით სინთეტიკას.
ყურადღება მიაქციეთ ვარცხნილობასაც. ბუნებრივად გაწეწილი თმა და დახვეწილი თმის სამაგრები, წლებს აუცილებლად დაგაკლებთ.