დაახლოებით 10 წლის წინ, მსოფლიო მოდური საზოგადოება ალბათ კოშმარულ სიზმარში თუ ნახავდა, რომ შუა ქალაქში ბოტით ივლიდა.
მაგრამ ყველაფერი ცვალებადია და მასთან ერთად მოდაც. ახლა ქალების უმრავლესობას ერთი კი არა, რამდენიმე წყვილი ბოტი აქვს წვიმიანი ამინდისათვის. მათ რიცხვში არიან ქეით მოსი, კირა ნაითლი, ჯენიფერ ენისტონი, ემა უოტსონი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები.
რაც შეეხება დიზაინერებს, ისინი არა მარტო ნაირფერი ბოტების შექმნაზე მუშაობენ, არამედ იმასაც გვირჩევენ, რა სტილისა და ფერის სამოსი უხდება ამა თუ იმ მოდელს.
სხვათა შორის, Hunter-ის ბოტს პრინცესა დაიანაც ატარებდა. თუმცა იგი მხოლოდ სადა ფერს ანიჭებდა უპირატესობას.
თუკი ცუდი ამინდი ადვილად გიფუჭებთ განწყობას, მაშინ ეცადეთ მხიარულ ფერებში გადაწყვეტილი ბოტი შეარჩიოთ.
აღსანიშნავია, რომ ბოტი შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც ჯინსს, ასევე კლასიკურ სამოსს.
იხილეთ ფოტოგალერეა