დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ მოდურის ხაზის D&G-ს დახურვის შესახებ განცხადება გააკეთეს
ამიერიდან მათი სამოსი მხოლოდ ლეიბლით- Dolche&Gabbana გამოვა.
მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2012-ის კოლექცია წარმოადგინეს. როგორც ირკვევა, მომავალ წელს აქტუალური კვლავ იქნება ჭრელი სამოსი.
აქცენტები კეთდება ასევე შავისა და თეთრის კომბინაციაზე, მასიურ აქსესუარებზე და ჭრელ ჩანთებზე.
ამავე დღეს მილანს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდი- Versace სტუმრობდა. ჩვენების ამსახველი კადრები ნახეთ ფოტოგალერეაში.
იხილეთ ფოტოგალერეა