მიუხედავად იმისა, რომ მილანის მოდის კვირეულზე ჭრელი ფერები, აბსტრაქტული მოდელები და მასური აქსესუარები ჭარბობდა, "არმანის" სახლის კოლექცია ძალიან სადად და აკადემიურად გამოიყურებოდა
პოდიუმზე ძირითადად შავ-თეთრში შემოსილი მოდელები დააბიჯებდნენ. რაც შეეხება ფორმებს, სწორედ აქ იყო "არმანის" სახლის მთავარი საიდუმლო და ინტრიგა.
თითქმის ყველა მოდელს ამშვენებდა პატარა შლაპა. "არმანის" ამ კოლექციაში ფრანგული სტილი იგრძნობოდა, რომელიც მოდელებს უფრო მეტ დახვეწილობასა და ქალურობას მატებდა.
იხილეთ ფოტოგალერეა