ამ შავი სიის სათავეში ე.წ. "ჩაჩები" აღმოჩნდა.
ერთ-ერთმა ინტერნეტ-გამოცემამ გამოკითხვა ჩაატარა მამაკაცებს შორის, რათა გამოევლინა ქალის ნივთები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ ძლიერი სქესის წარმოამდგენლებს. ამ შავი სიის სათავეში ე.წ. "ჩაჩები" აღმოჩნდა.
მამაკაცები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შარვლები სასაცილოა და არც მფლობელებს უხდებათ. მეორე ადგილზე კომბინიზონებია, კაცები თვლიან, რომ მსგავს სამოსში ქალი საუკეთესო ვარიანტში თინეიჯერივით გამოიყურება. როგორც ირკვევა, კაცები არც სმოკინგებს წყალობენ.
მესამე ადგილზე "ბუგებია". მამაკაცისთვის არაფერია იმაზე სექსუალური, ვიდრე ქალის ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
ამ ჩამონათვალში თმის სარჭები და სამაგრებიც აღმოჩნდა. ირკვევა, რომ მამაკაცების უმრავლესობას უბრალო, შავი სარჭები და სამაგრები, საშინლად აღიზიანებთ.