თანამედროვე ცხოვრებაში შეხვედრიხართ ქალს, რომელიც მხოლოდ ქვედა ბოლოებს და კაბებს იცვამს? მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარდერობში შარვალი. ეს წესი სრულ ქალებსაც ეხებათ. მთავარია, მისი სწორად შერჩევა იცოდნენ...
როგორი უნდა იყოს მოდური შარვალი სრული ქალისთვის
თავდაპირველად ყურადღება მიაქციეთ ნაჭერს, ის უნდა იყოს:
მკვრივი აბრეშუმი;
მკრივი ტრიკოტაჟი;
კოტონი;
სელი;
საკოსტიუმე ნაჭერი.
არ შეიძლება:
პოპლინი;
ჟაკარდი;
ნებისმიერი ქსოვილი მსხვილი პრინტით აგრეთვე, ბუკლე ქსოვილი.
უნდა გახსოვდეთ, რომ შარვლის მოდელი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს თქვენს ფიგურაზე. პუტკუნა ქალს სწორი, კლასიკური შარვალი უნდა ეცვას.
სრულმა ქალმა შესაძლებელია მოიხდინოს სწორი ”სტრეიჯი”, ან ფართე შარვალი;
ადაპტირებული `სკინი”- ზემოთ ფართე, ქვემოთ მომდგარი;
`დავარდნილი” ქსოვილის ჰაეროვანი შარვლები აღმოსავლურ სტილში.
არ შეიძლება:
უფორმო აღმოსავლური შარვლები;
შარვალი `გალიფე”;
ლეგინსები და ელასტიკები.
მესამე წესი -ყველაზე სასიამოვნო - სწორ შარვლები ყოველთვის მოდაშია. მოძებნეთ ან შეაკერინეთ თქვენთვის მისაღები მოდელის.
თუ მსხვილ ქალბატონს გრძელი ფეხები აქვს, შემოკლებული შარვალი შეუძლია ჩაიცვას.
თუ მარტო მსხვილი გვერდები კი არ გაქვთ, ზევითაც პუტკუნა ხართ, მაღალწელიან შარვალს, ჯინსს მიანიჭეთ უპირატესობა.
ზოგიერთი წედმეწონიანი ქალბატონი ელეგანტურად იხდენს კაბაშარვალსაც.
ახლა რამდენიმე სიტყვით ფერსა და ნახატსაც მივაქციოთ ყურადღება. ეს ჩვენი მეოთხე წესი იქნება:
მხოლოდ მუქ ფერებზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. ის კიდევ უფრო ამძიმებს სხეულს და ასაკსაც მოგიმატებთ. უპირატესობა მიანიჭით წვრილნახატიან ან ვერტიკალურხაზიან ქსოვილებს.
მეხუთე წესი - იმისათვის, რომ შარვალი იდეალურად მოიხდინოთ აუცილებელია, შარვალს შეუხამოთ დაგრძელებული კარდიგანი და პიჯაკი;
გამოსასვლელი ბლუზები და სვიტერები;
შარვლის ფერი ქამარი;
ჩანთა გრძელი საკიდით;
არ შეიძლება:
ბლუზისა და შარვლის კონტრასტული შეხამება;
ღია ფერის ფართე ქამარი;
მრგვალსახელურიანი მასიური ჩანთა;
ბლუზის ჩატანება შარვალში.
სწორად შერჩეულ შარვალში სრული ქალბატონიც აკურატულად და მიმზიდველად გამოიყურება.