არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მანიკიურის ფერს ქალისთვის განწყობის გაუმჯობესება შეუძლია.
მან შეიძლება უფრო მიმზიდველი გაგხადოთ მამაკაცების თვალში. გაეცანით ცნობილი ასტროლოგის რჩევას, გაიგეთ, რომელი ფერი მოგიტანთ წარმატებას 2017 წლის დადგომამდე?
ვერძი
ახალი წლის დადგომამდე მეტი უნდა იმუშაოთ და ნაკლები გაერთოთ. ნუ შეჩერდებით წარმატების მიღწევაში. ყველა შანსი გაქვთ, რომ ახალი ისწავლოთ კოლეგებისგან.
წარმატების მომტანი მანიკიურის ფერი: მოციმციმე ცისფერი. მუქი ცისფერი კონცენტრაციაში დაგეხმარებათ, ვერცხლისფერი - შემოქმედებით აზროვნებაში.
კურო
შეამსუბუქეთ რბოლა წარმატებისკენ. დაზოგეთ ენერგია, ფული, დრო. დადგება მომენტი და ისინი უფრო მეტად დაგჭირდებათ.
წარმატების მომტანი მანიკიურის ფერი: ზღაპრული მწვანე - ეს ფერი დაგეხმარებათ, დაირეგულიროთ განწყობა, დამშვიდდეთ.
ტყუპი
ახალ წლამდე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნუ გამოიგონებთ ახალ პრობლემებს, მეტი დრო გამონახეთ და გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: ვერცხლისფერი. არც თეთრი და არც შავი, ბზინვარე ვერცხლისფერი. ის დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი საყვარელ ადამიანთან კამათის დროს.
კირჩხიბი
დროა, დაემშვიდობოთ უსარგებლო ნივთებს, არაფრისმომტან ურთიერთობებს. მოაწყვეთ გენერალური წმენდა და გაუთავისუფლეთ ახლებს ადგილი. მოიწესრიგეთ აზრები.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: მარგალიტისფერი. თეთრი - სისუფთავისა და ცვლილებების ფერი. წარსულისგან გათავისუფლებაში მარგალიტისფერი-თეთრი დაგეხმარებათ.
ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დადგა. თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები და დაასრულეთ უკვე დაწყებულები.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: ვარდისფერი-ოქრო. ოქრო წარმატებას მოგიტანთ, ვარდისფერი შემოქმედებითი იდეების, კრეატივის გამოვლენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
სიყვარული ჰაერში დაფრინავს - ახალ წლამდე დარჩენილი პერიოდი ”რომანტიკის” დევიზით ჩაივლის. დაუნიშნეთ საყვარელ ადამიანს პაემანი, მეტი ფლირტი, კეკლუცობა და რომანტიკა გმართებთ.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: ქალური ვარდისფერი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეგძენთ რომანტიკულობას.
სასწორი
თქვენ ბევრი დრო დახარჯეთ ახლობლების გაბედნიერებაზე. დროა, საკუთარი თავისთვისაც მოიცალოთ. აისრულეთ სურვილები და მეტად გაინებივრეთ საყვარელი თავი.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: ბზინვარე მუქი იასამნისფერი. ეს ფერი მიგახვედრებთ, რაოდენ კარგი ხართ.
მორიელი
დაახარჯეთ დრო და ფული საკუთარ ჯანმრთელობას, ბინას. შეიძინეთ ძვირად ღირებული თეთრეული, ჭურჭელი. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: სისხლისფერი-წითელი. ეს ფერი დაგეხმარებათ, გახდეთ კიდევ უფრო სექსუალური და აიმაღლოთ სასიცოცხლო ძალა.
მშვილდოსანი
დაამუხრუჭეთ - ბოლო დროს შეუსვენებლად მუშაობთ. დროა, გაანებივროთ საკუთარი თავი. მეგობრებთან ერთად ეწვიეთ სპა-სალონს, მოიწყვეთ კინოსეანსები. ეს ყოველივე ოპტიმიზმით აგავსებთ.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: კლასიკური წითელი. ეს ფერი დაგეხმარებათ, აიმაღლოთ თვითშეფასება, ოპტიმიზმი; იგრძნოთ თავი გლამურულ ქალღმერთად.
თხის რქა
შრომისმოყვარე თხის რქას ზოგჯერ ”ავიწყდება” სამუშაო რეჟიმიდან გამოთიშვა. ძალების აღსადგენად გაანებივრეთ საკუთარი თავი მასაჟით, იოგით.
2017 წელს წარმატების მომტანი ლაქის ფერი: ფირუზისფერი, ზურმუხტისფერ-ლურჯი, ცისფერი. ამ ფერებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ ფერებს არტერიული წნევის დარეგულირებაც კი შეუძლია.
მერწყული
მეგობრულ და ხალხისმოყვარე მერწყულს შეხვედრებით აღსავსე პერიოდი ელის. ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი, ასევე პირადი შეხვედრები.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: ბადრიჯნისფერი, ქლიავისფერი. ეს ფერი ენერგიასაც შეგმატებთ და მისტიკურობასაც. დაგეხმარებათ, იყოთ სოციალურად აქტიური და თან თქვენს საიდუმლოებით მოცულ ბუნებასაც გაუსვამს ხაზს.
თევზები
შესრულებული სამუშაო დაგიფასდებათ და ახალ წლამდე ახლობლები კარიერულ წინსვლას მოგილოცავენ. იყავით მეტად თამამი ურთიერთობაში და დაიმეგობრეთ გავლენიანი ადამიანები.
წარმატების მომტანი ლაქის ფერი: მეტალისფერი კენკროვანი. წითელის ბაზა საკუთარი ძალის თვითრწმენას შეგმატებთ. გლიტერი კი შეგახსენებთ, რომ საახალწლო წვეულება კარსაა მომდგარი.