ასტროლოგია და მოდა უერთმანეთოდ არ არსებობს. ხშირად წლის მბრძანებელი კარნახობს დიზაინერებს, თუ რა ფერები იქნება მოდაში. წელს უპირატესობა უნდა მიანიჭოთ წითელს, ოქროსფერს, ნარინჯისფერს, ყვითელს და ბორდოსფერს.
აგრეთვე მწვანესა და ფირუზისფერს. ქსოვილებიდან გამოიყენეთ ატლასი, აბრეშუმი, ხავერდი და სელი. ჩაცმულობას შეუხამეთ აქსესუარები (ჩანთა, შარფი) და საიუველირო ნაწარმი ნატურალური ქვებით და ხარსხიანი ბიჟუტერია.
ახლა კი ცალ-ცალკე განვიხილოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სამოსი...
ვერძი
იყავით მოკრძალებული, ჩაცმულობაში მოერიდეთ ღრმა დეკოლტეს. უპირატესობა მიანიჭეთ შავი და ყვითელი ფერის სადღესასწაულო სამოსს. {{ArticleSplitCont}}
კურო
ახალი წლის ღამეს ექსპერიმენტებს ნუ მიმართავთ. ჩასაცმელად შეარჩიეთ მკვეთრი ფერის სამოსი, დახვეწილი აქსესუარები. ასტროლოგები გირჩევენ, რგოლ-საყურს მიაქციოთ ყურადღება.{{ArticleSplitCont}}
ტყუპი
ლურჯი ან მწვანე ფერის კაბა მოგიხდებათ. ჩაცმულობაში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი. მამაკაცების ყურადღების მისაქცევად თმაზე წითელი ფერის ატლასის ბანტი ან გამორჩეული თმის სამაგრი დაიბნიეთ.{{ArticleSplitCont}}
კირჩხიბი
არჩევანში შეზღუდული არა ხართ. მთავარია, დახვეწილი აქსესუარი მოირგოთ. ყურადღება მიაქციეთ მძივებით მოქარგულ სამკაულსა და კლატჩს.{{ArticleSplitCont}}
ლომი
ჩაიცვით ის, რაც თქვენს გულს გაეხარდება. უპირატესობა ცეცხლოვან ფერებს მიანიჭეთ; აქესუარებიდან _ დახვეწილ სამკაულს.{{ArticleSplitCont}}
ქალწული
სამოსში მკვეთრ ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა. სადა _ მაკიაჟში. შეარჩიეთ მოკრძალებული სამკაული, რომელიც თქვენს ბუნებრივ სილამაზეს გაუსვამს ხაზს.{{ArticleSplitCont}}
სასწორი
ყურადღება მიაქციეთ ნარინჯისფერ, ცისფერ ან მწვანე კაბას. დაასრულეთ ჩაცმულობა ნატურალური ქვების სამკაულით. {{ArticleSplitCont}}
მორიელი
ისეთი სამოსი შეარჩიეთ, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ. ნუ დაივიწყებთ აქსესუარებსაც. მასიური ბეჭედი და ბუმბულიანი თმის სამაგრებიც კი მოგიხდებათ.{{ArticleSplitCont}}
მშვილდოსანი
წარმოაჩინეთ სხეულის ლამაზი ნაწილები. კაბის ფერისა და აქსესუარების შერჩევა კი არ გაგიჭირდებათ.{{ArticleSplitCont}}
თხის რქა
ყვითელი ან ოქროსფერი კაბა ჩაიცვით. მოვლილი ხელები, მანიკიური და დახვეწილი აქსესუარები წვეულების დედოფლად გაქცევთ. {{ArticleSplitCont}}
მერწყული
კონტრასტული ფერები შეუხამეთ ერთმანეთს. თუ მოკრძალებული სამოსი შეარჩიეთ, აქსესუარები გამოიყენეთ. გირჩევთ გრძელ ქვედაბოლოს ან დეკოლტეიან კაბას ან სექსუალურ შარვალ-კოსტუმს{{ArticleSplitCont}}
თევზები
ნებისმიერი სტილის სამოსს მოიხდენთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლურჯ, იისფერ და წითელი ფერის სამოსს. კაბისა და აქსეუარების არჩევისას ემოციებით იხელმძღვანელეთ.