სტილის გაკვეთილები „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ბრი ვან დე კამპისგან
 სტილის გაკვეთილები „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ბრი ვან დე კამპისგან
თუ აქამდე მოდას დიზაინერები, არისტოკრატები და პოპ-დივები გვკარნახობდნენ, დღეისათვის თითქმის ყველანი ვუყურებთ ამერიკულ ტელესერიალებს და მათი გმირების სტილის ციტირებას ვახდენთ. მოდას სერიალში - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ (რომლის ნახვაც ტელეარხ GDS-ის ეთერში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზეა შესაძლებელი), რეალურ მოდასთან ძალიან ცოტა საერთო აქვს. პარადოქსი კი თავად ტელენოველის იდეით აიხსნება.
საქმე იმაშია, რომ ვისტერია ლეინში დრო გაჩერდა. პერსონაჟები იმდენად არიან ჩაფლული თავიანთ საიდუმლოებებში, რომ არ აინტერესებთ არაფერი, რაც მათი სამყაროს მიღმა ხდება.

სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“-საგან განსხვავებით (სადაც ყოველი სერია ცნობილი დიზაინერების ახალი კოლექციების ჰიტების დემონსტრაციას ახდენს), ვისტერია ლეინის მაცხოვრებლები, მიუხედავად იმისა, რომ თითო ეპიზოდში 6-12 ლუქს იცვლიან, ახალ ტენდენციებს ნაკლებად მისდევენ. ისეთი განცდა იქმნება, რომ პერსონაჟები „აუთლეტებში“ იმოსებიან, ან თავიანთ მუდმივ მკერავებთან იკერავენ ტანსაცმელს.

ერთი სიტყვით, „სასოწარკვეთილი დიასახლისებისგან“ შეიძლება რაღაცის სწავლა. ისინი გამოხატული პიროვნებები არიან და მათი ინტერესი მოდის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ  ისწრაფვიან ხაზი გაუსვან საკუთარ ინდივიდუალობას.

ისინი იცვამენ იმას, რაც უხდებათ, ან იმას - რის ჩაცმაც უწევთ. მოდური ტენდენციები მათ სრულებითაც არ ანაღვლებთ.

ბრი ვან დე კამპი

Образ с экрана: отчаянная домохозяйка Бри Ван де Камп
ბრი იდეალური პერფექციონისტია. მის ჩაცმულობაში არასოდეს არაფერია ზედმეტი.

ყოველი აქსესუარი და ფეხსაცმელი იდეალურადაა შერჩეული ლუქისთვის.

ბრის შესანიშნავი გემოვნება აქვს. უყვარს კლასიკა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ის პასტელის ფერებს ირჩევს.

მის გარდერობში არ არის ჯინსების და მაისურების ადგილი.

მისი სტილია: კაბა-ფანქარი, შარვალი, აბრეშუმის პერანგი, ფეხსაცმელი „ნავები“.


კლასიკური ყოველდღიური მინიმალიზმი

Образ с экрана: отчаянная домохозяйка Бри Ван де Камп
ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ამისათვის საკმარისია, რომ მისი ყოველდღიური ლუქი იყოს მარტივი და გემოვნებიანი.

რას ირჩევს ყოველდღიურობისთვის ჩვენი სასოწარკვეთილი დიასახლისი, ბრი? - რა თქმა უნდა, კარდიგანი, ელეგანტური სვიტერი, კოსტიუმი - შარვლით, ან ქვედა ბოლოთი.
ბრი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კლასიკურ ფეხსაცმელს იცვამს, საშუალო
სიმაღლის, თხელ ქუსლზე. ის არასოდეს იკეთებს ბევრ ბიჟუტერიას.
მისი სტიქიაა - მარგალიტი და თმის სარტყელი.

კლასიკური შემოდგომა-ზამთარი

Образ с экрана: отчаянная домохозяйка Бри Ван де Камп
წელიწადის ეს ორი სეზონი იდეალურია იმ ქალებისთვის, ვისაც ელეგანტურობის დემონსტრირება უყვართ. შემოდგომა-ზამთარი ხომ პალტოს სეზონია? მკაცრი სტილის პალტო - მუხლებამდე სიგრძის - ქალურ იერს იძლევა. ჟღალთმიანი ბრი ერთ ტონიან ვარიანტს ირჩევს, რომელსაც აუცილებლად ახლავს რაიმე დეტალი. მაგალითად, ბროში, ან ქამარი.

ლუქს იდეალურად ავსებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბოტილიონი.

საღამოს კლასიკა
Образ с экрана: отчаянная домохозяйка Бри Ван де Камп
საღამოებზე და წვეულებებზე, ბრი ყოველთვის ბრწყინავს. ამაში მას კაბა-ფანქარი ეხმარება. ასეთი კაბა ლამაზ თეძოებს და ვიწრო წელს გამოკვეთს. ფეხსაცმელი? - რა თქმა უნდა, „ნავები“. რაც შეეხება აქსესუარებს, ბრი მარგალიტის ნაკრებს ირჩევს.
იმედია ბრის სტილი შთაგაგონებთ და საკუთარ შედევრებსაც შექმნით.

ჩაუჯექით სერიალს "სასოწარკვეთილი დიასახლისები" - ტელეარხ GDS-ზე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზე.

იხილეთ ასევე: ევა ლონგორია "სასოწარკვეთილი დიასახლისია"? რა საერთო აქვთ ევას და მის პერსონაჟს, გაბის
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15:49 / 05-10-2017
ვინაიდან მოდაში ძალიან მოკლე ვარცხნილობები კვლავ ბრუნდება, გადავწყვიტეთ მოგითხროთ, თუ რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ სტილისტს ეტყვით: "უფრო დაამოკლე, გეთაყვა!"
11:29 / 03-10-2017
ამ სეზონზე მოდაში 80-იანი წლების სტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოკლე ქვედაბოლოებიც აქტუალურია.
15:11 / 02-10-2017
საქორწინო კაბის არჩევა საპატარძლოებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია. განსაკუთრებით,  plus-size ქალბატონებისთვის.
11:10 / 29-09-2017
უკვე საგრძნობლად აცივდა. გთავაზობთ შემოდგომა-ზამთრის სეზონის ყველაზე მოდურ სვიტერებს.
11:41 / 28-09-2017
დამდეგი სეზონის მოდის მთავარი მახასიათებელი არისტოკრატიულობა და ქალურობაა, მაშინ, როცა მამაკაცებისთვის მეფობს დემოკრატია და უპირატესობა casual სტილს ენიჭება.
10:54 / 25-09-2017
"მე გავაკეთე საფულე და ფეხსაცმელი, რომელიც კაბის შესაფერისი იქნებოდა. კაბისთვის კი 10 კგ Starburst Wrappers-ის ქაღალდი დამჭირდა.
12:38 / 24-09-2017
მოდა ჭირვეული და ცვალებადია, მაგრამ არსებობს 3 ფერი, რომელიც მუდამ მდიდრული და მოდურია.
11:24 / 22-09-2017
გარდერობიდან უკვე გადმოალაგეთ საშემოდგომო სამოსი?
11:43 / 14-09-2017
თუ 160 სმ-ზე დაბალი ხართ, ჩვენი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
11 მოკლე ქვედაბოლო, რომელსაც პაემანზეც ჩაიცვამ და ოფისშიც
11:29 / 03-10-2017
ამ სეზონზე მოდაში 80-იანი წლების სტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოკლე ქვედაბოლოებიც აქტუალურია.
18 შესანიშნავი იდეა plus-size საპატარძლოებისთვის
15:11 / 02-10-2017
საქორწინო კაბის არჩევა საპატარძლოებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია. განსაკუთრებით,  plus-size ქალბატონებისთვის.
ზამთარი ახლოა: 14 სვიტერი, რომელიც გლინტვეინზე უკეთ გაგათბობს
11:10 / 29-09-2017
უკვე საგრძნობლად აცივდა. გთავაზობთ შემოდგომა-ზამთრის სეზონის ყველაზე მოდურ სვიტერებს.
შემოდგომა-ზამთარი 2017-18-ის მოდის ტენდენციები
11:41 / 28-09-2017
დამდეგი სეზონის მოდის მთავარი მახასიათებელი არისტოკრატიულობა და ქალურობაა, მაშინ, როცა მამაკაცებისთვის მეფობს დემოკრატია და უპირატესობა casual სტილს ენიჭება.
როგორ განვათავსოთ ნივთები ღია კარადაში, რომ ინტერიერი არ გავაფუჭოთ?
14:25 / 27-09-2017
ღია კარადაში ან თაროებზე ნივთების ლამაზად დალაგება - მთელი ხელოვნებაა. ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად.
ქლათჩი, ფეხსაცმელი და კაბა კანფეტების ქაღალდისგან
10:54 / 25-09-2017
"მე გავაკეთე საფულე და ფეხსაცმელი, რომელიც კაბის შესაფერისი იქნებოდა. კაბისთვის კი 10 კგ Starburst Wrappers-ის ქაღალდი დამჭირდა.
3 ფერი, რომელიც თქვენს იმიჯს მდიდრულს გახდის
12:38 / 24-09-2017
მოდა ჭირვეული და ცვალებადია, მაგრამ არსებობს 3 ფერი, რომელიც მუდამ მდიდრული და მოდურია.
საშემოდგომო გარდერობი: ვიქტორია ბექჰემის 10 იდეალური ლუქი
11:24 / 22-09-2017
გარდერობიდან უკვე გადმოალაგეთ საშემოდგომო სამოსი?
დაბალმა გოგონებმა დაივიწყეთ ეს 16 სამოსი
11:43 / 14-09-2017
თუ 160 სმ-ზე დაბალი ხართ, ჩვენი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31