სტილისტები მიიჩნევენ, რომ ჩანთა ზედმეტი არასდროსაა - რაც მეტი, მით უკეთესი. ერთი მოდელი შესანიშნავად ეწერება საოფისე დრეს-კოდს, მეორე იდეალურია შოპინგისთვის, მესამე კი - საღამოს კაბებს ეხამება.
გთავაზობთ ამ სეზონის 10 ყველაზე აქტუალურ მოდელს. თქვენ რომელს ირჩევთ?
შოპერი
მართკუთხედის ფორმის ჩანთა შესაკრავის გარეშე - იდეალური ვარიანტია შოპინგისთვის. მოდური და პრაქტიკული მოდელი.
{{ArticleSplitCont}}
ზურგჩანთა
რამდენიმე სეზონი ზედიზედ, ზურგჩანთა მოდური მთავარი ტრენდია. ტყავის მოდელები საქმიან კოსტიუმსაც ეხამება.
{{ArticleSplitCont}}
ჩანთა-ტომარა
რბილი ტყავის ჩანთა თასმით იკვრება და მისი სიფართის დარეგულირების საშუალებას იძლევა. ფორმით კი ტომარას ჰგავს.
{{ArticleSplitCont}}
ვიქენდერი
ტევადი მოდელი ბრტყელი ფსკერით და პატარა სახელურებით, სპეციალურად შექმნილია პატარა მოგზაურობებისთვის.
{{ArticleSplitCont}}
ჩანთა - Saddle
70-იანი წლების სტილის ჩანთა შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
{{ArticleSplitCont}}
სეთჩელი
ადრე ასეთი მოდელი საქმიანი სტილის ატრიბუტად მიიჩნეოდა და დიპლომატის "ქალური" ვარიანტი იყო, დღეს კი მას რომანტიკულ სამოსთან ატარებენ.
{{ArticleSplitCont}}
თოუთი
ტევადი ჩანთა-თოუთი - ადრე მას სტუდენტები იყენებდნენ წიგნების სატარებლად, ახლა ეს მოდელი ნებისმიერი მოდური გოგონას გარდერობშია.
{{ArticleSplitCont}}
რისთლეტი
მინიატურული ჩანთა, რომელიც ქლათჩს ჰგავს და შესანიშნავია საღამოს კაბებთან შესახამებლად.
{{ArticleSplitCont}}
მინოდიერი
ეს პატარა საღამოს ჩანთა - ქლათჩის კიდევ ერთი მოდიფიკაციაა. მას ორიგინალური დიზაინი განასხვავებს და ლამაზი დეკორატიული ელემენტები.