გადაღეჭილი ცნება "ჩაცმულობით გხვდებიან" - სიმართლეს მოკლებული არ არის. განსაკუთრებით აქტუალურია ეს დღეს, როცა პრაქტიკულად ყველაფერს გარდერობზე დახარჯული თანხითა და ძვირად ღირებული ბრენდებით ზომავენ.
არ არის აუცილებელი, შეიძინო ასტრონომიულ ფასად ნივთები, რათა მოდურად გაიბრწყინო.
პრაქტიკული ლაიფჰაკები მოდის გურუებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, გამოიყურებოდეთ შესანიშნავად, თანაც მინიმალური დანახარჯით.
მოდური რჩევები
ერთი ტონის სამოსი პრინტების გარეშე
წარწერები, ცხოველები, პალმები, პორტრეტები - ეს ყველაფერი დაღუპავს თქვენს იმიჯს, რადგან რთული პრინტების მქონე სამოსის შეხამება ძალიან რთულია. დაიზღვიეთ თავი მოდური ჩავარდნისგან და შეარჩიეთ ერთი ტონის სამოსი.
ხარისხიანი ქსოვილი
ხელოვნური აბრეშუმის პერანგი ან თხელი ტრიკოტაჟის კაბა მოხდენილობას არ შეგძენთ. ამ სიაში ბრჭყვიალა ტანსაცმელიც შედის. შეიძინეთ ხელმისაწვდომი, მაგრამ ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული სამოსი: ვისკოზა, პოლიესტერი, ჟაკარდი ან ბუკლე.
იდეალური დგომა
ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ შეიძენთ თქვენი ზომის შეუფერებელ სამოსს. "შევიძენ და მერე გავხდები" - აი, ყველაზე დიდი შეცდომა. ეს მხოლოდ ფულის უაზრო ფლანგვაა.
იგივე ეხება ფეხსაცმელსაც. თუ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინეთ ფეხსაცმელი, ის იდეალურად უნდა გერგებოდეთ და მოსახერხებელი უნდა იყოს.
საბაზისო შეხამება
სტილისტებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ საუკეთესო შეხამება გახლავთ საბაზისო. ცისფერი ჯინსები და თეთრი მაისური ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე სტრაზები და ექსტრა-მინი.
კეთილშობილი ფერები
არსებობს გარდერობის ერთი ოქრის წესი: ქვიშისფერი, თეთრი, კრემისფერი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი და ბორდოსფერი - სუფთა, კოხტა, არაგამომწვევი და ძალიან ელეგანტური ფერებია. თანაც, მათი შეხამება იოლია.
სამკაულები
უარი თქვით მსხვილ ბიჟუტერიაზე შუშის ქვებითა და სტრაზებით, თუ არ გსურთ, კაჭკაჭს დაემსგავსოთ. მარტივი ფორმები, მინიმალიზმი და კეთილშობილი ქვები - აი, რა გაგხდით ელეგანტურს.
საფირმო აქსესუარები
ჩანთა, სათვალე, ფეხსაცმელი - პრეზენტაბელური უნდა იყოს. ამ ნივთების შემთხვევაში, უმჯობესია, ერთი და კარგი გქონდეთ, ვიდრე ათი და უხარისხო. კარგი ხარისხის მოდური აქსესუარები - წარმატების საწინდარია.