ჯორჯო არმანიზე კარგად ვინ იცის რა არის ელეგანტურობა?
არმანის სტილი ელეგანტურობისა და საქმიანი შიკის სინონიმია. ჯორჯომ შექმნა ის სტილი, რომელიც ნამდვილ ქალს უხდება.
81 წლის დიზაინერი დარწმუნებულია, რომ ქალს სადა სამოსი უნდა ეცვას. ნატურალური და ხარისხიანი ქსოვილის. "ქალის საუკეთესო სამკაული მოსახერხებელი და სტილური სამოსია" - ასეთ სამოსს ქმნის დიზაინერი.
"ელეგანტურობა - არ განიცდის დროის ცვალებადობას, არასდროს გამოვა მოდიდან".
კომპანიის სარეკლამო სახეები გახდნენ 90-იანი წლების ნამდვილი ლამაზმანები: ევა ჰერციგოვა, იასმინ ლე ბონი და ნადია აუერმანი.
მთელი კოლექცია შესრულებულია ნეიტრალურ ტონებში. სამოსი ლაკონიური და მოხერხებულია. მასში მოდელი ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება.
"აირჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილები, მკვეთრი ორნამენტების გარეშე. ისინი დიდხანს მოგემსახურებიან, მუდამ მოდაში იქნებიან" - გვირჩევს ჯორჯო.
მოდელებს უკეთ წარმოაჩენს შავ-თეთრი ფერები.
შარვალ-კოსტიუმი - არმანის საუკეთესო დუეტია. მას დიზაინერის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
"სამოსის მოდელირება, ნამდვილი სასწაულია, მაგია. მთელი ენერგია ქსოვილზე გადადის და გური ქალისთვის ახალ სამოსს ქმნის".
არმანი დარწმუნებულია: "სტილურად რომ გამოიყურებოდეთ ნუ დაკარგავთ დროს, ისე უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს ძალ-ღონე არ დაგიკარგავთ სტილის შექმნაზე, თითქოს ეს თქვენი ბუნებრივი სტილია".