ბევრისთვის ელეგანტური სტილი მკაცრ კოსტიუმთან და თეთრ პერანგთან ასოცირდება. უდავოდ, კარგად შერჩეული ანსამბლი ამ ცნებაში ხვდება, მაგრამ ეს სტილი მხოლოდ საოფისე ტანსაცმელს არ მოიცავს.
ელეგანტური სტილის გამოყენების შესანიშნავი მაგალითი გახლავთ ქეით მიდლტონი, რომელზეც სპორტული კოსტიუმიც კი უზადოდ გამოიყურება.
ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ შეიძლება, დედოფალივით გამოიყურებოდეთ.
წითელი - დამდეგი შემოდგომის მთავარი ფერია. თამამად შეგიძლიათ მთლიანი იმიჯი ამ ფერში გადაწყვიტოთ გამოსასვლელად.
მეტალიკიც პოპულარობის პიკზეა. ნუ მოგერიდებათ, იმიჯი შლაპით დაასრულოთ ზამთარ-ზაფხულ, სეზონის მიხედვით.
ზაფხულში უპირატესობა მსუბუქ კაბებსა და თარგებს მიანიჭეთ. თუ სული კაშკაშა ფერებს მოითხოვს, უმჯობესია, ერთი ტონის ნაჭრები შეარჩიოთ.
საღამოს წვეულებისთვის კაბას მაქმანის მოსასხამი დაუმატეთ. ძალიან ქალურად გამოიყურება.
ნაზი ვარდისფერი ლაკონური კაბები ძალიან უხდებათ გოგონებს.
ერთი ტონის კაბის პლუსი იმაშია, რომ მას შეიძლება ნებისმიერი აქსესუარი შეუხამოთ.
ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ ელეგანტური სტილი სექსუალური არ არის და 50 წელს გადაცილებულებს უხდებათ, მაგრამ შეხედეთ ამ კაბას!
თუ არ იცით, როგორი კაბა შეარჩიოთ, ჩაიცვით მაქმანის. ელეგანტური და ქალურია.
ეს ოქროსფერი სამოსი ნამდვილ დედოფლად გაქცევთ!
ეს კი შავ-თეთრის კლასიკური შეხამებაა, რომელიც წვეულებასაც და ოფისსაც შეეფერება.
ტვიდისა და მაქმანის შეხამება უზადოდ გამოიყურება.
ულამაზესი სამოსი! და ეს თავსაბურავიც როგორ უხდება...
ელეგანტური და ამავდროულად, უჩვეული. დეკორის ელემენტები თავის საქმეს აკეთებს.
უბრალო, სადა კაბა, მაგრამ ეს ჭრილი პიკანტურობას სძენს.
ქეითის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ელეგანტურად გამოიყურებოდე.