ერთხელ მზიანი კალიფორნიის მცხოვრებს, ერინ რობერტსონს კონდიციონერი გაუფუჭდა...
აუტანლად ცხელოდა და ერინი ხელოსნის მოსვლამდე, ღამე ვერ იძინებდა. ის სახლში შიშველი დადიოდა და ოფლს ყოველ წუთას, პირსახოცით იმშრალებდა.
სწორედ ამ მომენტში მოუვიდა მას იდეა, შეექმნა პირსახოცი-ჰამაკი.
არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც მკერდის ქვეშ ოფლი გროვდება და გეწებება. ახლა ეს პრობლემას აღარ წამოადგენს! პირსახოცი "ტა-ტა" (ასე დაარქვა ავტორმა თავის გამოგონებას) ბიუსტჰალტერის შემცვლელია.
ის შეგიძლიათ ჩაიცვათ სახლში, "ტოპის" ნაცვლად. არსებობს ფერადიც და დაპრინტული. ფასი, ცოტა არ იყოს, არაჰუმანური აქვს - 45 $.
წყარო: littlethings