სამზარეულოს დაგეგმარებისას მთავარია ადგილი მაქსიმალურად ფუნქციონალურად იყოს გადანაწილებული.
სამზარეულო ხომ ის ადგილია, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, მიირთმევენ და მთელი დღის შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამზარეულოს, როდესაც ერთოთახიან ბინაზეა საუაბრი. როგორ შეიძლება ლამაზად შევუხამოთ ერთმანეთს სამზარეულოს ესთეტიკური მხარე და ფუნქციები?
პირველ რიგში უარი უნდა თქვათ იმ ნივთებსა და მასალაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, იქნება ეს გრძელი დეკორატიულო ფარდა თუ სარეცხის მანქანა.
მყუდრო სამზარეულოს მოწყობის დროს ძალიან ხშირად უშვეებენ შეცდომას, ცდილობენ მას მისაღები ოთახის ფუნქცია შეუთავსონ. მაგალითად, ღია თაროებზე გამოფენენ ხოლმე წვრილმან დეკორს. ეს კი პრობლემის მეტს არაფერს მოგიტანთ, გარდა იმისა, რომ სამზარეულოში ეს ნივთები ძალიან მალე დაიმტვერება, მას არც ცხიმის შხეფები აცდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, მოაშორეთ სამზარეულოს გარეთა ფასადიდან ყველა ზედმეტი ნივთი.
ბოლო დროს მოდაში შემოვიდა აგურის კედელი. ის დღითი დღე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და დაგეთანხმებით, ლამაზიც არის, თუმცა, სამწუხაროდ, ის სამზარეულოსთვის შესაფერისი სულაც არ არის. აგური ძალიან ადვილად იზიდავს მტვერსა და ცხიმს, რომლის მოშორებაც თითქმის შეუძლებელია. გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ალტერნატიულ ვარიანტს, შეგიძლიათ შეარჩიოთ დეკორატიულიო ფილები, რომელსაც ვიზუალურად აგურის ეფექტი ექნება. გაგრძელება