ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული მიმართულება, რომელიც მოდის ტენდენციებისა და ადამიანთა ხასიათის კავშირს იკვლევს.
ე.წ. ფეშენ ასტროლოგები საკმაოდ აქტიურ დაკვირვებას აწარმოებენ იმაზე, თუ როგორ აისახება ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანის იმიჯსა და გარეგნობაზე მათი ზოდიაქოს მმართველი პლანეტის გავლენა. კვლევის შედეგები ძალზე საინტერესო და ყურადსაღებია.
ასე მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ვიზუალურ იმიჯსა და "ჩაცმა-დახურვის" თემაზე განსაკუთრებით გაგიჟებულთა რიცხვში შედიან სასწორის, ქალწულის, თხის რქის, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. სასწორებს ზოგადად სილამაზე და ფერადოვნება უყვართ, ქალწულებს მოწესრიგებულობა და პეწი, ხოლო თხის რქა და კურო ბრენდებსა და ძვირად ღირებულ აქსესუარებზე გიჟდებიან. შესაბამისად, არც ფული ენანებათ სამოსსა და თავის მოვლაზე.
ძალიან საინტერესო და სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი გარეგნული იმიჯის მიმართ მერწყულისა და ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. როგორც გაირკვა, ვერძები ექსპერიმენტატორები არიან, უყვართ მოდის სიახლეების საკუთარ თავზე გამოცდა-დემონსტრირება, ხოლო მერწყულებს ზოგადად ახასიათებთ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი და ცდილობენ, გარშემო მყოფებისგან არა მხოლოდ ხასიათითა და ცხოვრების წესით, გარეგნული იმიჯითაც გამოირჩნენ. შესაბამისად, ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარ გარეგნობაზე, რაც არა მხოლოდ ჩაცმა-დახურვაში, ვარცხნილობასა და ტატუირებაშიც ვლინდება.
ნაკლებად აინტერესებთ ჩაცმა-დახურვის საკითხი მშვილდოსნებს, ტყუპს, მორიელებს, თევზებსა და კირჩხიბებს. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის დაბადებული ხალხი, როგორც წესი, სულ სხვა ცხოვრებისეული პრიორიტეტებით ინტერესდება. ამიტომ გარეგნობაზე, სამოსსა და აქსესუარებზე ზედმეტი დროისა და ფინანსების დახარჯვა მათ არ მიაჩნიათ გამართლებულად. ისინი ეძებენ კომფორტულ და იაფ სამოსს, ასევე ირჩევენ პრაქტიკულ ვარცხნილობას. განსაკუთრებით ეხებათ ეს მშვილდოსნებს, ტყუპს, მორიელებს. ამ ხალხისთვის კომფორტი უმთავრესი მოთხოვნაა, როცა საქმე სამოსს ეხება. კირჩხიბები და თევზები განწყობის მიხედვით იმოსებიან. თუმცა, თუკი ცხოვრებისეული სიტუაცია მათგან სხვა საკითხებზე კონცენტრაციას მოითხოვს, სამოსი არასოდესაა თვითმიზანი. გაგრძელება