სტილისტები 40 წელს გადაცილებულ ქალებს 2018 წელს სწორედ ამ ვარცხნილობების გაკეთებას ურჩევენ!
სტილისტები 40 წელს გადაცილებულ ქალებს 2018 წელს სწორედ ამ ვარცხნილობების გაკეთებას ურჩევენ!
ქალს ხშირად უნდა გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიური რუტინა და ამას ხშირად ვარცხნილობის ან გარეგნობის შეცვლით აკეთებს. ახალი იმიჯი და კარგი განწყობა გარანტირებული გაქვთ, თუკი სწორად შეარჩევთ ვარცხნილობას და ამით ჩამოიკლებთ რამდენიმე ზედმეტ წელს.


2018 წლის მოდური ვარცხნილობები 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის


უფროსი ასაკის ქალსაც იგივე ვარცხნილობა უხდება, რაც ახალგაზრდას. უბრალოდ, ის უნდა იყოს უფრო მოკრძალებული და დახვეწილი - ამტკიცებენ სტილისტები. ამასთან, თმის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს, "კარე" - სტანდარტი არ არის. შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ გრძელი თმა მხოლოდ ახალგაზრდებს უხდებათ, მაგრამ ეს
ასე ნამდვილად არ არის. სქელ, გრძელ, ჯანმრთელ და მბზინავ თმას ჯერ არავისთვის გაუფუჭებია გარეგნობა.

ბუნებრიობა დღესაც მოდაშია, არაბუნებრივად გასწორებული თმის ტარება კი წარსულში დარჩა. ელელგანტური ტალღები, მცირე მოუწესრიგებლობა, ოდნავ აწეწილი თმა - მომავალი წლის მთავარი ტრენდია. ახლა კი, მოდი, დეტალურად გავერკვიოთ, რომელ ვარცხნილობებს უნდა მივანიჭოთ 2018 წელს უპირატესობა.

1. გრძელი, დატალღული თმა
თუკი გრძელი თმა გაქვთ და ვერ ელევით, ამასთან, გსურთ, მისდიოთ მოდას, ტალღები - ზუსტად ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ. მაგრამ აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ვარცხნილობა მხოლოდ სქელ და ჯანმრთელ თმას მოუხდება.



გრძელი თმა ვარცხნილობის სხვადასხვა ვარიანტის საშუალებას იძლევა. 2018 წელს განსაკუთრებულად პოპულარული იქნება ტალღები, რომლებიც მოუხდებათ როგორც ახალგაზრდა გოგონებს, ასევე უფროსი ასაკის ქალებს.



2. კასკადი

საშუალო სიგრძის თმის ყველაზე უნივერსალური გადაწყვეტილება - კასკადია. ეს ვარცხნილობა სხვადასხვა ვარიაციის საშუალებას იძლევა - შეგიძლიათ იყოთ ბიზნესლედი, ასევე, რომანტიკული ქალი. შეგიძლიათ დაიხვიოთ ან დაიტალღოთ, ან გაისწოროთ. ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული!






3. გრძელი "კარე"

ალბათ, ეს ვარცხნილობა არასოდეს გადავა მოდიდან. შესანიშნავი "კარე" სხვადასხვანაირად დაყენებული - ყოველთვის ტრენდულია. თუ ექსპერიმენტები გიყვართ - სცადეთ ასიმეტრიული ვარიანტი. აქვე იხილეთ "კარეს" მოდური ვარიანტები და ექსპერტის რჩევები.



4. გრძელი "ბობი"

მომავალი სეზონის უკონკურენტო ფავორიტი. ეს ვარცხნილობა ბალზაკის ასაკის ქალებს ახალგაზრდულ და სუპერთანამედროვე იერს მიანიჭებს. თუმცა 2018 წელს ბუნებრიობას აქვს ხაზი გასმული, ამიტომაც ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით ლაქს და ძალიან ნუ ჩამოისწორებთ. ცოტა აწეწილი და ფაქტურულად შენარჩუნებული თმა სახის ოვალს უფრო გამოკვეთს და ყელსაც აგრძელებს - ამტკიცებენ სტილისტები.





5. "გარსონი"

თუკი მაინც მოკლედ შეჭრას გადაწყვეტთ, მაშინ ამ ვარცხნილობაზე შეჩერდით. ეს ერთი შეხედვით ბიჭური და "მოხულიგნო" ვარცხნილობა საოცრად ქალურია და მოდური. ის გაგაახალგაზრდავებთ და ორიგინალურ იერს მოგანიჭებთ. მაგრამ ეს ვარცხნილობა არ არის რეკომენდებული სრული ფორმების, მრგვალი და ოთხკუთხედი ფორმის სახის მქონე ქალბატონებისთვის.





6. "პიქსი"

40 წელს გადაცილებული ქალებისთვის მოკლე თმა - ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი მომავალ სეზონზე (და საერთოდაც) სწორედ "პიქსი" ითვლება. ის ნამდვილი ხსნაა თხელი თმის მქონე ქალბატონებისთვის. ასევე იხილეთ 5 მოდური ვარცხნილობა თხელი და ურჩი თმისთვის.





7. მოკლე "კარე"

რა უნდა ითქვას აქ? ეს კლასიკაა. ვარცხნილობის უამრავი ვარიანტი არსებობს და ამიტომაც ყველა ქალი შეძლებს სასურველის და ისეთის შერჩევას, რომელიც მეტად მოუხდება. თუ ექსპეტიმენტები დიდად არ გხიბლავთ, ეს ვარიანტი თქვენთვის არის!




8. "ბობი"

ეს ვარცხნილობაც მოდაში დარჩა, თუმცა კლასიკური ვარიანტი აქტუალური აღარ იქნება. თუკი ამ ვარცხნილობის თაყვანისმცემელი ხარ, მომავალი სეზონი თქვენია. უბრალოდ, დაუმატეთ მას ცოტა უჩვეულობა... მაგალითად, გრადიურება.







კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:46 / 20-11-2017
წარმოგიდგენთ 8 შესანიშნავ იდეას, თუ როგორ უნდა შეუხამოთ ერთმანეთს სეზონის მთავარი ფერები - წითელი და ვერცხლისფერი მეტალიკი.
10:31 / 20-11-2017
ჭკვიანი, ლამაზი, დედა, ბრენდის Simplify დიზაინერი და ინსტაგრამის ვარსკვლავი, თამუნა წიკლარური Vogue-თან ჰყვება, თუ რატომ გამოიყურება მისი თმა უფილტროდაც იდეალურად.
14:53 / 19-11-2017
რისი ეშინია ყველა ”ბუნებრივ” ქერას? სიყვითლისა და დამწვარი თმის გარდა? ნამდვილმა ქერამ იცის პასუხი. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ”იაფფასიანი ბლონდი”.
14:10 / 19-11-2017
ხორციანი ქალბატონები ხშირად წუწუნებენ, რომ უჭირთ სამოსის ერთმანეთისთვის შეხამება.
13:49 / 17-11-2017
გარეთ აცივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დროა, ქუდზე იფიქროთ.
15:52 / 16-11-2017
ორ კვირაში ზამთარი შემოაღებს კარს. ცივი დღეების გასახალისებლად და წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, გთავაზობთ საახალწლო მანიკიურის იდეებს.
14:04 / 15-11-2017
რა ჩავიცვა? ნებისმიერ ქალს ეს შეკითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის.
15:21 / 14-11-2017
როგორ უნდა გაიკეთოთ ფრანგული ნაწნავი? ეს არცთუ ისე ძნელია.
14:57 / 14-11-2017
სამსახურში წასვლამდე დილით ადრე ვიღვიძებთ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვსურს, რომ ელეგანტურად, მომხიბვლელად და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ
13:38 / 12-11-2017
შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდეთ, თუ თქვენი პარამეტრები მოდელისას არ შეესაბამება? დიახ! სამოსის მოხდენილად ტარებას ჩვენ გასწავლით.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თბილისის მერს მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსის წოდება ერგო
16:07 / 20-11-2017
რუსული მედია აქტიურად განიხილავს თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ოჯახს.
როგორ დავაწყვილოთ 2 ტრენდი: წითელი და მეტალიკი
12:46 / 20-11-2017
წარმოგიდგენთ 8 შესანიშნავ იდეას, თუ როგორ უნდა შეუხამოთ ერთმანეთს სეზონის მთავარი ფერები - წითელი და ვერცხლისფერი მეტალიკი.
აი, როგორ უნდა ჩაიცვან სრული ტანის მქონე ქალებმა - 11 ლუქი, რომელიც პუტკუნებს უხდებათ
14:10 / 19-11-2017
ხორციანი ქალბატონები ხშირად წუწუნებენ, რომ უჭირთ სამოსის ერთმანეთისთვის შეხამება.
როგორ შეარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით
13:49 / 17-11-2017
გარეთ აცივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დროა, ქუდზე იფიქროთ.
ზამთრის მანიკიური წინასაახალწლო განწყობისთვის - 20 იდეა
15:52 / 16-11-2017
ორ კვირაში ზამთარი შემოაღებს კარს. ცივი დღეების გასახალისებლად და წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, გთავაზობთ საახალწლო მანიკიურის იდეებს.
3 ტანისამოსი, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან
14:04 / 15-11-2017
რა ჩავიცვა? ნებისმიერ ქალს ეს შეკითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის.
8 აქსესუარი, რომელიც ყველა საქმიანი ქალის გარდერობში უნდა იყოს
14:57 / 14-11-2017
სამსახურში წასვლამდე დილით ადრე ვიღვიძებთ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვსურს, რომ ელეგანტურად, მომხიბვლელად და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ
როგორი სამოსი გაგახდუნებთ. სტილისტების საიდუმლო +size-ის გოგონებისთვის
13:38 / 12-11-2017
შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდეთ, თუ თქვენი პარამეტრები მოდელისას არ შეესაბამება? დიახ! სამოსის მოხდენილად ტარებას ჩვენ გასწავლით.
შემოდგომა პარიზში: 7 მოდური ყოველდღიური ლუქი
12:46 / 11-11-2017
ფრანგმა ქალებმა მოდური ჩაცმა რომ იციან, ფაქტია. ვისწავლოთ მათგან როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ნივთები, რომ უბრალო სამოსშიც კი ელეგანტურები გამოვჩნდეთ.
მყუდრო და გემოვნებიანი სახლი ამერიკულ სოფელში (ფოტოგალერეა)
12:45 / 07-11-2017
ტყეში შემალული ხის სახლი, თბილი ბუხარი - ისტორიული სტილის და ძველებური დეკორის იდეალური შეხამება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი