რა ჩავიცვა? ნებისმიერ ქალს ეს შეკითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის.
არსებობს სამოსი, რომელიც ყოველთვის მოდურია, ყველა სიტუაციაში მისაღებია და არჩევანს გაგიადვილებთ.
1. პატარა შავი კაბა
ეს უნივერსალური სამოსი მოდის სამყაროს ლეგენდარულმა კოკო შანელმა დაუტოვა. პირველ შავ კაბას არცთუ ღრმა დეკოლტე, გრძელი სახელოები, დაბალი წელი ჰქონდა, სიგრძე კი მუხლებს ფარავდა.
პატარა შავი კაბა გამოგადგებათ ყოველთვის, როცა მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ ჩასაცმელი. უპირატესობა მიანიჭეთ სადა მოდელებს. ამ შემთხვევაში გარშემო მყოფები თქვენ მოგაქცევენ ყურადღებას და არა თქვენს კაბას. შეუხამეთ მას მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი, პითონის ტყავის ან ბუმბულის უჩვეულო ჩანთა.
პატარა შავი კაბა - მუხლამდე სიგრძის კოქტეილის ან საღამოს კაბების ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის ჩაცმა შეიძლება არა მარტო დღისით ოფისში, არამედ საზეიმო მიღებაზეც, თუ მას შესაბამისი აქსესუარებით დაამშვენებთ.
პატარა შავი კაბა კოკო შანელმა 1926 წელს შექმნა თავისი დაღუპული საყვარელი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად. მანამდე გლოვასთან ასოცირებული შავი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ პატარა შავმა კაბამ მალე მოიპოვა წარმატება.
შანელის მიერ შექმნილი კაბა მუხლებს ფარავდა, რადგან მუხლები მას ქალის სხეულის ყველაზე უშნო ნაწილად მიაჩნდა. როგორც აღვნიშნეთ, კაბა ძალიან სადა იყო, ყოველგვარი ზედმეტი დეტალის გარეშე, მაგალითად, როგორებიც არის ფურჩალები, ღილები.
ასეთი კაბის შეძენა მცირე შემოსავლის მქონე ქალბატონებსაც შეეძლოთ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სხვადასხვა აქსესუარის დახმარებით უამრავი კომბინაციის შექმნა შეიძლებოდა.
პატარა შავი კაბის თანამედროვე ვარიანტი ბევრად განსხვავდება კლასიკურისგან: ის შეიძლება იყოს უფრო მოკლე, ჰქონდეს სხვადასხვაგვარი საყელო, თამამად იყენებენ მაქმანს, ფურჩალებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. დღეს პატარა შავი კაბა ბევრი პოპულარული მოდელიერის კოლექციაში შეიძლება იხილოთ.
ის ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. თუ სასწრაფოდ სადმე გიწევთ წასვლა, იქნება ეს საქმიანი შეხვედრა, საღამოს წვეულება, ვახშამი რესტორანში, კორპორატიული თავყრილობა, პაემანი თუ სხვა რამ, პატარა შავი კაბა ყველგან გამოგადგებათ. უბრალოდ, საჭიროა მხოლოდ სწორად შერჩეული აქსესუარები - ჩანთა, ფეხსაცმელი, ქამარი, შარფი, სამკაულები ან ტუალეტის რაიმე სხვა დეტალები. ის საუკეთესო ფონი იქნება თქვენი სტილური ექსპერიმენტებისთვის.
თავის დროზე კოკო შანელმა განაცხადა: „მე გამოვიგონე პატარა შავი კაბა“. სინამდვილეში კოკომ ის კი არ გამოიგონა, თავისი ბავშვობიდან გადმოიტანა. ის თავშესაფარში იზრდებოდა, პირქუშ გარემოში, სადაც ყველა გოგონას თეთრსაყელოიანი პატარა შავი კაბა ეცვა. ასე რომ, შანელმა მას ახალი სიცოცხლე შესძინა და მოდური გახადა. გაგრძელება