ყოველ წელს, საახალწლო წვეულების წინ, დგება საკითხი, თუ რა ფერის კაბა იქნება მოდური ახალ სადღესასწაულო სეზონზე.
რა ფერის კაბაში შევხვდეთ ახალ წელს? ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე სწორ პასუხს.
1. ყვითელი
დამდეგი წელი ყვითელი ძაღლის წელია, ეს კი ნიშნავს, რომ ყვითლის ელფერები საახალწლო ღამეს ყველაზე პოპულარული და მომგებიანი ვარიანტი იქნება. ვინაიდან საახალწლო წვეულებაზე კაბის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, მიაქციეთ ყურადღება უამრავ ვარიანტს, რომლებსაც მოდური ბრენდები გვთავაზობენ.{{ArticleSplitCont}}
2. ოქრო და ვერცხლი
ოქროსფერი და ვერცხლისფერი მუდამ აქტუალურია საახალწლო ღამეს. ამ ფერის კაბა შეიძლება იყოს კოქტეილის მინი-სიგრძის, მორთული ბრჭყვიალებით, ან უფრო კონსერვატიული მაქსი სიგრძის, გრძელი სახელოებით. ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც ბზინავს საღამოს ციმციმებით, იქნება მომგებიანი ამ დღესასწაულზე.{{ArticleSplitCont}}
3. წითელი ხავერდი
ელეგანტური კლასიკის მოყვარულები, რა თქმა უნდა, წითელ ხავერდს ირჩევენ. ბურგუნდის ღრმა ელფერიდან დაწყებული, უფრო ახალგაზრდული კაშკაშა წითლით დამთავრებული, ამ არისტოკრატიული ქსოვილის კაბები ნამდვილად დამაინტრიგებელი იქნება წვეულებაზე.{{ArticleSplitCont}}
4. შავი ვარდი
ახალი წლის მოდური კაბები შავი კლასიკის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ შავი ფერი გაზავებულია ყვავილის პრინტით: მსხვილი ვარდის ბუტონები შავ ფონზე იმიჯს კეთილშობილებას შესძენს. თუმცა, პატარა შავი კაბაც თავის ადგილს ჰპოვებს საახალწლო საღამოს!
როგორ დავაწყვილოთ 2 ტრენდი: წითელი და მეტალიკი