ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ მამაკაცის ჩაცმა რთული არაა. მთავარია, ცხოვრების ტემპისა და მისწრაფებების მიხედვით აირჩიეთ მისთვის შესაბამისი სტილი.
1. კარგი ბიჭი
უყვარს კლასიკა, შეუძლია პრინტებისა და ფერების შეხამება. იცვამს ბრენდულ სამოსს.
ისე გამოიყურება, თითქოს მის ლუქზე სტილისტების მთელი გუნდი მუშაობდა.
2. ელიტური ცხოვრების მიმდევარი
იცის სწორად ჩაცმა. არ აკლდება მოდურ წვეულებებს. ყველა კამპანიაში თავს შინაურულად გრძნობს.
ძირითადი ლუქია: ჯინსის შარვალი, პიჯაკი, სვიტერი პრინტით. აუცილებელია ბოტასი და თეთრი პერანგი.
3. მუსიკოსი
შემოქმედებითი ტიპაჟია. კონცერტს მართავს ერთგული თაყვანისმცემლებისთვის მყუდრო გარემოში.
რთული ფერთა გამის ველვეტი და კაშმირი იდეალურად ეხამება ერთმანეთს.
4. ბიზნესმენი
უყვარს კლასიკა: პიჯაკი, პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი. მუდამ ადევნებს თვალყურს მოდურ ტენდენციებს.
მდიდრულად გამოიყურება მაშინაც კი თუ მეგობრებთან მიდის ქალაქგარეთ წვეულებაზე.