კორსეტი - იდეალურად გამოხატავს სხეულს, აწვრილებს ტანს და გამოკვეთს მკერდს.
მილანელმა მოდის მიმდევრებმა რამდენიმე საიდუმლო გაგვიმხილეს, თუ როგორ უნდა მოვირგოთ კორსეტი ან კორსეტისმაგვარი ქამარი.
1. ფართო ქამარი
იდეალურად გამოიყურება სვიტერზეც, პერანგზეც, მაისურზეც და კაბაზეც. იდეალურად გამოკვეთს სხეულის მიმზიდველ ფორმებს.
იდეალური შეხამებაა - თეთრი პერანგი და ფართო ქამარი.
2. ბიუსტიე და კროპ-ტოპი
გირჩევთ, იგი მაისურის ან პერანგის ზემოდან ჩაიცვათ. თუმცა, მეგობრულ წვეულებაზე შიშველ სხეულზე ჩაცმული კროპ-ტოპი საღამოს ქალღმერთად გაქცევთ.
ის შეიძლება იკვრებოდეს ზონრით ან მეტალზე.
3. კორსეტული ტოპი
იდეალური გამოსავალია, თუ სამოსი მოგბეზრდათ. მას გადაასხვაფერებთ კონტრასტული კორსეტული ტოპით. კონსტრუქცია ვიზუალურად კომბინეზონს მოგვაგონებს. მოდის თამამი მიმდევრები მას შიშველ სხეულზე იცვამენ. ჩვენ კი გირჩევთ, შეუხამოთ შარვალს, სმოკინგს. ის იდეალურად გამოავლენს თქვენს ინდივიდუალურობას.
თუ თქვენი მიზანია გამოკვეთოთ ფიგურა, გირჩევთ, აირჩიოთ კორსეტი ან ფართო ქამარი. გვერწმუნეთ, არ ინანებთ.