"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
10 წელი მოდელი იყო, 5 წელია, რაც ამ საქმეს თავი დაანება, თუმცა პოდიუმმა, სამოდელო ბიზნესმა, როგორც ამბობს, ბევრი რამ მოუტანა და კარგი მოგონებებიც დაუტოვა. გიორგი ნაზღაიძესთან თანამედროვე მოდის, მოდელების, დიზაინერების, პოდიუმის და ქუჩის მოდის შესახებ ვსაუბრობთ. ისიც მისთვის ჩვეულ სტილში გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას.

"დღევანდელი გადასახედიდან, სამოდელო ბიზნესი მამაკაცისთვის პერსპექტიული არ არის. არადა, ადრე, როდესაც მართლა პრობლემა იყო პოდიუმისთვის მამაკაცის მოძებნა, რადგანაც თემის გარშემო დიდი განხილვა და დისკუსია იყო ხოლმე, მაშინ ვიყავით მე და ლაშა ჯაფარიძე მოდელები, პირველებმა დავიწყეთ ამ სფეროში
საქმიანობა და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. არადა, სულ ისმოდა, რომ ეს არაკაცური პროფესიაა და ქართული სინამდვილისთვის შეუფერებელი საქციელი. დღეს შეიძლება ამას უკვე ნაკლებად ამბობენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც გითხარით, მოთხოვნა აღარ არის. თუმცა, კატასტროფა ხდება - დღეს ყველა მოდელობას იბრალებს...
" - გვეუბნება გიორგი.

- მერე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოდიუმზე მამაკაცი მოდელის ყოფნის აუცილებლობა გაჩნდეს?
- მამაკაცისთვის საქართველოში არ იქმნება კოლექციები და მოთხოვნა ამიტომ არის დაბალი, მაგრამ დაბალი მოთხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი ცუდი მოდელი გაჩნდეს პოდიუმზე... ადრე ასე არ იყო და ეს სფერო არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც საინტერესო იყო. აი, რის გამო არ მიდიან კარგი გარეგნობის ბიჭები ამ სფეროში.

- რა რეაქცია გქონდა იმ შეფასებაზე, რომ მოდელობა ქართველი კაცის საქმე არ არის?
- ისე, დიდად არც ახლა უკრავენ ამ საქმეს ტაშს, თუმცა მაშინ, ცხადია, მეტი წინააღმდეგობა იყო. ისე, პირადად არავინ მოსულა და არაფერი აუკრძალავს, არც შენიშვნა მოუცია, შეურაცხყოფა მოუყენებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიმართ ვიღაცას სადღაც თავისთვის ჰქონდა აგრესია. ერთადერთი, რაც მახსენდება, იყო ასეთი შემთხვევა: პირველი "მისტერ ვალენტინი" რომ ჩატარდა, იმ კლუბში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა თავში ხის ჯვარი ჩამარტყა: სატანის მოციქულოო. ოღონდ ეს დიდი ხნის წინ იყო...


- XXI საუკუნის ქართველი დიზაინერების მოდა რომ შევაფასოთ...
- დიდად არ ვარ ქართველი დიზაინერების მომხმარებელი და ამიტომ მათ ნამუშევრებში კარგად ვერ ვერკვევი. ამით იმას კი არ ვამბობ, უხარისხო კოლექციებს ქმნიან-მეთქი, მათი ნამუშევრები ჩემს უამრავ მეგობარს აცვია. თან, მსოფლიო ასპარეზზეც გავიდნენ. ბოლო კარგი ამბავი იყო, ავთანდილის კაბა ლედი გაგამ რომ მოირგო, მაგრამ მაინც მირჩევნია, მსოფლიოში დატესტილი ბრენდი ვიყიდო, რომელიც თუნდაც რეცხვაში არ ფუჭდება. ხშირად ვერა, მაგრამ ტომ ფორდის მომხმარებელი ვარ. მისი დიზაინი ახლოს არის ჩემთან, თუმცა ძალიან ძვირია და თან, ყოველდღიურად ვერ იხმარ...

- მსოფლიო მოდის თანამედროვე დიზაინერები მამაკაცის უცნაურ კოლექციებს ქმნიან - მამაკაცები ქალის სამოსით ან ფეხსაცმლით - წვრილ ქუსლზე, მოდელები სხვადასხვა ქალური ელემენტით გამოდიან პოდიუმზე...
- მოდა აირია. ჰო, ამ მიმართულებით მამაკაცზე უფრო კეთდება აქცენტი, წვრილ ქუსლებზე შედგნენ, ჩაიცვეს კაბები და ა.შ. ჩემი შეფასებით, ამას კარგი დიზაინერი არ აკეთებს, აკეთებს ის, ვინც ცდილობს, რაღაც ხმაურით, ეპატაჟით შემოვიდეს, დაიმკვიდროს სახელი, თავი მოიწონოს. იმავე ტომ ფორდს არ სჭირდება ასეთი რაღაცები, რადგანაც იცის, მომხმარებელი რას ითხოვს და იმას ქმნის. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
11:48 / 02-04-2018
საქმიანი სტილი, ძირითადად, მონოტონურია, თუმცა დიზაინერებმა იციან, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ საქმიან გარემოშიც კი ელეგანტურად.
10:21 / 02-04-2018
ეს ის ასაკია, როცა თან გსურთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ და თან - მოდურადაც. თუმცა, ახალგაზრდულობა რომ შეინარჩუნოთ, არც ეს იქნება ცუდი.
10:06 / 30-03-2018
ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ და ყველა საკუთარი სტილით იმოსება, მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებიც არასდროს გამოვა მოდიდან.
12:15 / 29-03-2018
გადაღეჭილი ცნება "ჩაცმულობით გხვდებიან" - სიმართლეს მოკლებული არ არის. განსაკუთრებით აქტუალურია ეს დღეს, როცა პრაქტიკულად ყველაფერს გარდერობზე დახარჯული თანხითა და ძვირად ღირებული ბრენდებით ზომავენ.
13:25 / 26-03-2018
გთავაზობთ 10 იდეას, რასთან ჩაიცვათ ფერადი შარვლები, რათა მომხიბვლელად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
11:33 / 26-03-2018
ოცნებობ, რომ ”ფრანგულად” გამოიყურებოდე? ჩვენ ვიცით გარდერობის 10 ნივთი, რომელიც პარიზელ ქალად გაქცევს.
10:45 / 19-03-2018
ქალი ყოველთვის ცდილობს მამაკაცის ყურადღების მიპყრობას. თუ იტალიელი ლამაზმანების რჩევით შეიმოსებით, მუდამ ყურადღების ცენტრში იქნებით.
13:02 / 13-03-2018
უკვე ახლა შეგიძლიათ დაზუსტებით გაიგოთ, რა იქნება მოდაში მომდევნო სეზონზე, რადგან ძირითადი ჩვენებები მომდევნო სეზონამდე 6 თვით ადრე იმართება. არ არის საჭირო, ყველაფერს ადევნოთ თვალი, საკმარისია, მოდის ფუძემდებლების ჩვენებები იხილოთ: Chanel, Louis Vuitton, Céline, Dolce & Gabanna, Prada, Christian Dior.
12:16 / 13-03-2018
თუ ნომრიან სათვალეს ატარებ, ეს სტატია შეიძლება ძალიან დაგეხმაროს სასურველი ჩარჩოს, სათვალის სტილის და ფორმის შერჩევაში.
12:07 / 13-03-2018
უმეტესობა მოკლე ფრჩხილებს ატარებს - ეს მოდურიცაა და მოსახერხებელიც. მიუხედავად ამისა, არსებობს მოკლე ფრჩხილზე მანიკიურის გაკეთების წესები, რომელთაც დღეს ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ავარჩიოთ სამოსი, სარკეში საკუთარი გამოსახულება რომ შევიყვაროთ
14:57 / 20-04-2018
სიმართლე თუ გინდათ, იდეალური სხეულის მქონე გოგონებიც კი აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ სხეულში ნაკლს. ხშირად არასწორად შერჩეული სამოსიც კი აუშნოებს იდეალურ ტანს. გავარჩოთ და გამოვასწოროთ ტიპური შეცდომები.
სათვალეები, ჩანთები, ფეხსაცმელები - 2018 წლის 3 მოდური ტრენდი
11:00 / 20-04-2018
ერთმა აქსესუარმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი იმიჯი - დახვეწილ ან პირიქით, უგემოვნო ადამიანად წარმოგვაჩინოს.
5 აქსესუარი, რომლის გარეშე შენი გარდერობი მოსაწყენი იქნება!
12:34 / 19-04-2018
კარგი განწყობისთვის რაღაც გაკლიათ? იქნებ ეს უბრალოდ მოდური აქსესუარია?
მოდური დახეული ჯინსები ახალი სეზონისთვის
11:38 / 19-04-2018
დაათვალიერეთ დახეული ჯინსების მოდური ვარიანტები.
სეზონის მოდური კოპლებიანი სამოსი
14:40 / 18-04-2018
გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის აქტუალურია კოპლებიანი სამოსი. ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ნიმუში.
ჩვენ ვიცით, რა გეცმევათ ამ ზაფხულს
12:49 / 17-04-2018
ზაფხულში ყველა ქალს სურს, ლამაზადაც გამოიყურებოდეს და არც ძალიან დასცხეს. ჩვენ 2018 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური და "გრილი" სამოსი შეგირჩიეთ.
მიმი შელიას 10 საინტერესო ლუქი
11:07 / 16-04-2018
"ინსტაგრამის პრინცესა", "ქართველი ირინა შეიკი" - ასე ხშირად მოიხსენიებენ მოდელ მიმი შელიას. იგი იმიჯს, ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილს ხშირად იცვლის.
თეთრი ბლუზა გაზაფხულის ჰიტია -აი, რასთან უნდა ჩაიცვათ
12:58 / 14-04-2018
თუ ინსტაგრამზე მოდური ქალბატონების გვერდებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ თეთრი ბლუზა აუცილებელი ატრიბუტია. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ჩვენს გარდერობში საპატიო ადგილი ერგოს.
რასთან ჩავიცვათ ამ სეზონზე ფართო შარვალი? 5 მოდური იდეა
11:14 / 12-04-2018
გაზაფხულზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფართო შარვლები: პალაცო, კიულოტი, ჰაკამა. თუმცა ჩვენ ვიცით, რას უნდა შეუხამოთ ის, რათა მოდური გამოჩნდეთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30