გაზაფხული სამი სიტყვით? მოდის, ტრენდების და აქსესუარების დრო. ეს ყველაფერი წლიდან წლამდე და სეზონიდან სეზონამდე იცვლება.
წლევანდელი გაზაფხულის ტრენდული ფერები და აქსესუარები კი ასეთია:
ტყავის წითელი მოსასხამი
თუ გასულ წელს "მატრიცას" პერსონაჟის შავი მოსასხამი იყო მოდაში, წელს ეს ცეცხლოვანი ფერია ტრენდული. ქვემოთ შეგიძლიათ ჩაიცვათ შარვალი ან მინი-ქვედაბოლო. თუ მას პალტო დაფარავს, დისკომფორტს ნუ იგრძნობთ, პირიქით, ეს მეტ ხიბლს შეგძენთ.
უჩვეულო ლაბადა
წელს არაერთი უცნაური ეგზემპლარი გაგაკვირვებთ, რომელთა შემქმნელები ბალენსიაგა, ალექსანდრ მაქვინი და სხვა ცნობილი დიზაინერები არიან.
სამოსი წვრილი "ფოჩებით"
სამოსის წვრილ ზოლებად დაჭრილი ქვედა ნაწილი წლევანდელი გაზაფხულისთვის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოდური ტრენდი იქნება.
ვარდისფერისა და ფორთოხლისფერის კომბინაცია
წელს ტრენდული ამ ორი ფერის ტანდემია.
ბიუსტჰალტერი
დიზაინერებმა ამ სეზონზე კიდევ ერთი ექსპერიმენტი შემოგვთავაზეს და მაისური ბიუსტჰალტერით ჩაანაცვლეს.
ლეოპარდის პრინტი
ვეფხვისა და ლეოპარდის კანივით აჭრელებული სამოსი პოპულარობას არც ამჯერად კარგავს და მოდურ მოსასხამად, მაისურად და შარვლად გვევლინება.
სინთეზური სამოსი
ეს ერთგვარ გამოწვევად ითვლება და კიდევ ერთი პროტესტია ცოცხალი არსებების მოკვლის წინააღმდეგ. სინთეზური გზით მიღებული მასალით შემოთავაზებული ტანისამოსი, როგორც ხედავთ, უჩვეულოსთან ერთად ეფექტურიცაა.
მარი ანტუანეტა
გამჭვირვალე კაბა და ცოტა სიშიშვლე მოდის ექსპერტებმა სამეფო სტილს შეადარეს.
ვარდისფერი
ეს გიჟური კომბინაცია მთელი სეზონის თანმდევი ფერი იქნება, ნებისმიერი შეხამებით.
აბრეშუმი და ატლასი
არცთუ ისე მოსახერხებელი და კომფორტულია, მაგრამ მიმზიდველი უდავოდაა.
პოპ-ხელოვნება
ხელოვნება და მოდა განუყოფელია, პოპ-ხელოვნება ყოველთვის სადღაც ახლოს არის. მერლინის ფოტოებისთვის მოდამ აუცილებლად უნდა მოძებნოს ადგილი.
სპორტული სამოსი
სპორტი აქტუალურობას არ კარგავს და წელსაც პოპულარულია. ამჯერად იგი სამ კატეგორიად იყოფა: სპორტული, მოტოსპორტული, სერფინგისთვის განკუთვნილი სამოსები.
ჯინსები
გასაკვირი არაა, რომ კომფორტული და მიმზიდველი ჯინსები ყველა სეზონზე პოპულარულია.
სალათისფერი
ვარდისფერთან ერთად წელს მოდური იქნება ღია მწვანეც.
ბუმბულები
ბუმბულებით გაწყობილი სამოსი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.
მარიამ ელიაშვილი
რეტროს სტილის სამოსი, რომელიც თანამედროვედ და უჩვეულოდ გამოიყურება
10 "ქალური" ნივთი, რომელშიც არ უნდა დაზოგოთ ფული
ულტრაიისფერი და სხვა აქტუალური ფერები, რომლებიც 2018 წლის ჰიტია