გაზაფხულზე, ბუნებასთან ერთად ჩვენში ქალურობა და სინაზე იღვიძებს. ამ მდგომარეობას იდეალურად ესადაგება "ტაუპი", ფერი, რომელიც მამაკაცებს ყურადღების გარეშე არ რჩებათ.
ტაუპი - ნეიტრალური ფერია, ყავისფერსა და ნაცრისფერს შორის, იასამნისფერისა და ვარდისფერის შერევით. ვნახოთ, ტაუპისფერის რა სამოსს გვთავაზობენ დიზაინერები.
1. ტაუპისფერი კაბები - გაზაფხულის ჰიტი
დიზაინერებმა შეიყვარეს ტაუპისფერი და მისგან საქორწილო კაბებსაც კერავენ, წვეულებისასაც და ოფისში ჩასაცმელსაც. ის საოცრად მიახლოებულია კანის ფერთან. ტაუპისფერს ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს კაბა შინ დაგრჩათ და ქუჩაში შიშველი გამოხვედით.
2. აქტუალური ფერის ტყავის ქვედაკაბა
სეზონის ყველაზე აქტუალური ფერი შავ ლაბადას უხდება და სულაც არ გამოიყურება აგრესიულად. თუმცა, "მატრიცას" გმირს კი შეიძლება, რომ დაგამსგავსოთ.
3. ტაუპისფერი ზედა სამოსი
ტაუპისფერი ხელოვნური ქურქი მრავალმა დიზაინერმა გამოიყენა თავის კოლექციაში.
4. თუ იდეალურ ბოტფორდებს ეძებთ...
მოსაწყენი შავი და ყავისფერი ფეხსაცმლის მაგივრად ტაუპისფერი ჩაიცვით.
5. ტაუპისფერი ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს
რადგან მაქსიმალურად მიახლოებულია კანის ფერთან. ტანდაბალმა გოგონებმა ეს რჩევა უნდა გაითვალისწინონ.
6. მოდური ჩანთა
ელეგანტურად და მდიდრულად გამოყურება.
7. Total Look
ტაუპისფერი ერთადერთი ფერია, რომელშიც თავიდან ფეხებამდე შეგიძლიათ შეიმოსოთ და ამასთანავე, ელეგანტური დარჩეთ.
8. კომბინაცია
ტაუპისფერი ზოი კრავიცის საყვარელი გამაა. შეხედეთ, როგორ იდეალურად უხამებს ერთმანეთს სხვადასხვა გარდამავალ ფერს.
9. ტაუპისფერი ინტერიერში
თუ ბინაში ჰარმონიისა და სიმშვიდის შექმნა გსურთ, ტაუპისფერი კლასიკური ინტერიერი შეარჩიეთ.
10. იდეალურია სააბაზანოსთვის
ტაუპისფერი შეიძლება იყოს აბაზანა, კერამიკული ფილა, რაიმე დეტალი სააბაზანოში, მაგრამ მცირე შტრიხიც კი ჰარმონიასა და კომფორტს შექმნის. ტაუპისფერის გამოყენება შეგიძლიათ ყველა ოთახში, განსაკუთრებით, სტუმრების მისაღებ ზონაში.
დაბოლოს, ტაუპი იდეალურად ეხამება ფირუზისფერს, მდოგვისფერს, ნაზ ვარდისფერს... გაზაფხული მოდის, ექსპერიმენტებისთვის მოემზადეთ!