ზაფხულში ყველა ქალს სურს, ლამაზადაც გამოიყურებოდეს და არც ძალიან დასცხეს. ჩვენ 2018 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური და "გრილი" სამოსი შეგირჩიეთ.
ფუშფუშებიანი ტოპი
თანაც, რეზინზე, რომელიც კიდევ უფრო გამხდარს გამოგაჩენთ და მხრებსაც ლამაზად "მოგიმრგვალებთ".
სანდლები
იდეალურია, როგორც წვეულებისთვის, ისე სანაპიროზე გასასეირნებლად. ცხელ დღეებში ფეხი არ დაგეღლებათ და მის ჩაცმას საღამოს პაემანზეც შეძლებთ.
ტოპი + შორტი
ნაზი და ქალური ორეული სეზონის ჰიტია. კომფორტულიცაა და სექსუალურადაც გამოიყურება.
საყურე
ზაფხულის ნებისმიერ ლუქს უხდება ლურჯი ან მარგალიტის საყურე. ასეთი საყურე it-girls-ის ყველა ტიპისთვისაა შექმნილი.
სარაფანი
2018 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სარაფანია მკერდზე გადაჯვარედინებული, ზოლიანი და მიდი-სიგრძის.
რუსუდან გელაშვილი