თუ შენი გარდერობი მხოლოდ სვიტრებისგან და თბილი შარვლებისგან შედგება, ჩათვალე მთელი ზამთრის განმავლობაში ერთფეროვნება გარანტირებული გაქვს.
მართალია, ამ სეზონს შიშველ ყელზე დაფენილი სამკაულებით ყოველდღე ვერ გაილამაზებთ, მაგრამ არსებობს უამრავი აქსესუარი ლუქის გამრავალფეროვნებისა და გახალისებისთვის:
კეპკიანი ქუდი
ჩვეულებრივი ზამთრის ქუდებისგან განსხვავებით ის ბევრად უფრო დახვეწილს და ტრენდულს გაჩენთ. კეპკიანი კუდის არაერთი მოდელი არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე მიმზიდველად ეს უკანასკნელი ითვლება.
ნაქსოვი აბადოკი
მისი მოხდენა გაშლილ თმებზეც შეგიძლიათ და შეკრულზეც.
ჩალმა
წარსულში ფართოდ გამოიყენებოდა ირანში, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცებში, თუმცა დღეს მას მოდური ქალბატონებიც სიამოვნებით იკეთებენ. ჩალმის დამზადება ჩვეულებრივი შარფისგანაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ.
შლემი
არაფერია ისეთი ღუნღულა და ეფექტური, როგორც ეს უკანასკნელი. შლემის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ფერზე. საჭირო არაა ის ორნამენტებით იყოს დახუნძლული. მთავარია, ფერი გიხდებდეთ.
მოსასხამი
ეს უბრალო ატრიბური სადა ჩაცმულობისთვისაა ზედგამოჭრილი. ძალიან უხდება მოტკეცილ მაისურებსა თუ როლინგებს და სტილს უფრო დახვეწილს ხდის.