მშვენიერი მიმი შელია "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია.
ის ქეთა თოფურიას უახლოესი დაქალია, ხოლო მის შეყვარებულ ვლადისლავს რეპერ გუფთან დღემდე აკავშირებს მეგობრობა.
ალბათ, გეცოდინებათ ის ფაქტი, რომ მიმი თანამედროვეობას მაქსიმალურად უწყობს ფეხს და ცდილობს, გემოვნებიანად ეცვას.
ცხადია, ყურადღებას ამახვილებს ტრენდულ აქსესუარებზეც. მაგალითად, ამ სეზონზე სწორედ ასეთი ქუდები და ბრჭყვიალა ფაქტურაა აქტუალური.
გადავხედოთ ჩვენს გარდერობს და მოსაცმელებს. შეგვიძლია ავირჩიოთ მოსაცმელი, რომელსაც ფეხსაცმელს იდეალურად შევუხამებთ. ამ შემთხვევაში მიმიმ ოქროსფერ დეტალს მიაქცია ყურადღება, როგორი ფერიც მის მოსაცმელს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს.
პიჯაკი, ტოპი და მაღალწელიანი შარვალი - ეს ყველაზე მარტივი და გემოვნებიანი შეხამებაა, რომელსაც სიმარტივის მიუხედავად, ზომიერებაც სჭირდება. ფერების ბალანსი მნიშვნელოვანია, რომ ზედატანს ან ქვედატანს ამოვარდნილი შესახედაობა არ ჰქონდეს.
იმისათვის, რომ ეფექტურები ვიყოთ, ფერადი, გამჭვირვალე სათვალე არ გვაწყენდა. ეს ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ტრენდია. აქვე არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რა დროც უნდა გავიდეს, ჯინსის ქურთუკი მაინც მოდურად რჩება. მას შეგვიძლია ტყავის ზურგჩანთა და საინტერესო ზედა შევუხამოთ.
უარი არ თქვათ ღია ფერის ჯინსებსა და ჰუდის სტილის მოკლე ზედაზე, რომელიც არანაკლებ მოდურია.
სადა პიჯაკს შეგვიძლია ტყავის მოკლე ტოპი და ტყავის ქვედაბოლო შევუხამოთ, რაც მდიდრულ ელფერს შეგვძენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სტილს ლამაზ ვარცხნილობასაც დავუმატებთ.
გაზაფხულს თხელი მოსაცმელი და ლამაზი პერანგიც ძალიან უხდება. უმჯობესია, რომ პერანგი მთლიანად სადა იყოს, ან თავიდან ბოლომდე ერთი სახის პრინტი დაჰყვებოდეს.