როგორ შევუხამოთ ტრენდული აქსესუარები ტანსაცმელს ქართველი „სელებრითების“ მაგალითზე?
2019 წლის საშემოდგომო ლუქის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ აქსესუარებზე. ამ სეზონზე ყველაზე მოდურად ითვლება ვინტაჟური სათვალეები, მასიური სტილის ყელსაბამი და პატარა ზომის ჩანთები. ჩანთა მით უფრო მოდურია, თუ ის ტრაპეცია ფორმისაა. 2019 წლის შემოდგომის ტრენდული აქსესუარების შერჩევისას, მაგალითი შეგიძლიათ აიღოთ სელებრითებისგან.
მიმი შელია, ცნობილი, როგორც ქართველი შეიკი, გამოირჩევა გემოვნებიანი სტილით. განსაკუთრებით აქტიურად ადევნებს თვალყურს მაკიაჟის ტრენდებს. მან რამდენჯერმე "ინსტაგრამის" ფოლოვერებს მაკიაჟის შესახებ რჩევებიც კი მისცა. როგორც ჩანს, მიმის არც ტრენდული აქსესუარების შესახებ გამორჩენია ინფორმაცია.
ნინი ზარქუას ლუქებიდან ჩანს, რომ ის შესანიშნავად ახერხებს, ერთმანეთს შეუხამოს მოდური აქსესუარები.
თაკო ჩხეიძე, მუდამ ელეგანტური, დახვეწილი და ამავდროულად, მოდურია.
ანუკი არეშიძის ჩანთებმა მისი გულშემატკივრები აღაფრთოვანა. ანუკი ყოველთვის უახლესი ტრენდების მიხედვით იმოსება.