ყველაზე ცივი წელიწადის დრო ხელთათმანების გარეშე წარმოუდგენელია. ის გარდერობში უმნიშვნელოვანესი აქსესუარის ადგილს იკავებს დამსახურებულად (რა თქმა უნდა, ქუდის შემდეგ).
ხელთათმანები იცავს ხელებს სიცივისგან და უნარჩუნებს მოვლილ შესახედაობას. პრაქტიკული ნივთი კარგია, თუმცა, თუკი ლამაზია - ორმაგად კარგია. ჩვენ გადავხედეთ ვარსკვლავებს და დავადგინეთ, რა არის მოდაში.
ჩაინიშნე!
კლასიკური
- ყველა დროის საუკეთესო არჩევანი. ის არასდროს გადადის მოდიდან, ე.ი. მოგემსახურება რამდენიმე სეზონზე. ნამდვილად მომგებიანი დაბანდებაა. ამასთანავე, შავი ტყავის ხელთათმანები უხდება როგორც ლაბადებს, ისე ქურქებს.
ლეოპარდის პრინტი
- ეს ცხოველური „ნახატი“ მოდის მიმდევარი გოგონების გარდერობის მნიშვნელოვანი „დამპყრობელი“ აღმოჩნდა, დაწყებული ტანსაცმლით, დასრულებული აქსესუარებით. თუკი ვერ გადაწყვიტე ამ დრომდე ასეთი პრინტის კაბის შეძენა, გირჩევთ, მცირედით დაიწყო, უფრო სწორად, ხელთათმანებით. აი, ნახავ, ასეთ ლუქში როგორ მოგემატება თავდაჯერებულობა.
ვინილი
- კიდევ ერთი მატერია, რომელიც დაუბრუნდა ტენდენციური ნივთების სათავეებს, თუმცა ხელთათმანი სრულად ვინილის არ არის, რაც კარგია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ხელებზე სითბოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი ვარიანტი პრაქტიკული და საკმაოდ ეფექტურია.
ფერადი
- თუკი გინდა, შენს ლუქს შემატო სითამამე, მკვეთრი ფერი დაუმატე, ასეთი სვლა ხელთათმანზე აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას.
პრინტი
- გიყვარს ტანისამოსში ექსტრავაგანტურობა? მაშინ შეარჩიე უჩვეულო პრინტის ხელთათმანი, მშვენივრად გამოიყურება ხელზე და გაკვირვებული მზერაც გარანტირებულია.
წყარო