მინიმალიზმის სკანდინავიელი დედოფალი პერნილი თავის შოპინგსიას უზიარებს გამომწერებს. სტილისტი, მოდური კონსულტანტი, ინფლუენსერი და ახალგაზრდა დედა პერნილ ტეისბეკი სეზონურ შენაძენებს ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდება. მისი სიიდან ყველა შენაძენი "მუშაობს" ერთმანეთში და შეესაბამება მის საქმიან იმიჯსა და ცხოვრების სტილს.
როდის ასწრებს პერნილი მოგზაურობას, ბავშვების აღზრდასა და კაფსულის კოლექციის შექმნას საყვარელ ბრენდებთან ერთად, წარმოდგენაც არ გვაქვს. ერთი რამ არის ნათელი: მოდური და ფუნქციონალური გარდერობი გოგონას ყოველ ჯერზე წარმატების მოტანაში ეხმარება. რით უნდა დაიპყროს ამჯერად ამ სეზონზე მოდის მიმდევრების გულები პერნილმა?
ჩაინიშნეთ!
"ვარსკვლავური" მასიური ქურთუკი
- „წყალგაუმტარი და თბილი, ეს ბაცი ჩალისფერი მასიური ქურთუკი მისი ვარსკვლავური ბრწყინვალების და მოცულობითი სილუეტის გამო მომწონს."
მართკუთხედი სათვალეები
- "მზისგან დამცავი სათვალეები საჭიროა მთელი წლის განმავლობაში. ამ გეომეტრიულ ფორმას და ელეგანტურ ლოგოტიპს დრო ვერაფერს დააკლებს."
ნაცრისფერი შარვლის კოსტიუმი
- "ბაცი ყავისფერი ზაფხულში, ხოლო ნაცრისფერი - ზამთარში. ასეთი კოსტიუმი საკვანძო იქნება თქვენს გარდერობში. მოვირგებ ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც."
ფაქტურული ჩექმები
- "სექსუალური და ულტრამოდური - ასეთი ჩექმების ტარება მთელი დღის განმავლობაში კომფორტს უდრის. მადლობა მცირე ზომის ქუსლებს."
ტევადი ჩანთა
- "ასეთ ჩანთაში შემიძლია ბავშვის ნივთების და კომპიუტერის ჩატევაც. ერთადერთი უარყოფითი ამ ჩანთის სუფთა, თეთრი ფერია, რომლის პირვანდელი სახის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა სწორედ ეს ფერი აქცევს მას მოდურად."
ტყავის პერანგი
- "მომწონს მატერიების ერთმანეთში შერევა. იდეალური ვარიანტია - ტყავის პერანგი, შალის კოსტიუმი, ვინტაჟური ჯინსები და ქუსლიანი ფეხსაცმელები."
ქაშმირის ბრა
- "იდეალური მიდგომა სიცივეებთან. მისი მორგება შეიძლება მსგავს კარდიგანებთან."
ეკოტყავის შორტები
- "Frankie Shop - ჩემი ფავორიტი ბრენდთაგანია. იქ ყოველთვის შემიძლია აღმოვაჩინო ძალიან კარგი ნივთები კარგ ფასად."
ბრილიანტის საყურეები
- „ელეგანტური და მუდამ აქტუალური იუველირული ნამუშევარი ყოველთვის აქტუალური იქნება. ასეთი საყურე ყველა ქალის სურვილების სიაში არის მუდამ."
ნაცრისფერი ზედა
- "მე მომწონს ერთი ფერის კომპლექტი. ქაშმირის ზედები უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თავისუფალ შარვლებს."