სტილი

როგორ არ უნდა ატაროთ პალტო: უგემოვნობის 6 ნიშანი

როგორ არ უნდა ატაროთ პალტო: უგემოვნობის 6 ნიშანი
ლაბადა თითქმის ყველა ქალის გარდერობში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, თუმცა ყველამ არ იცის მისი სწორად მორგების წესები. იმისათვის, რომ გაზაფხულზე მოდურად და თანამედროვედ გამოიყურებოდეთ, ისეთ შეცდომებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც თავიდან უნდა აირიდოთ.
ჩაინიშნეთ!
Image result for Как нельзя носить пальто в 2020 году: 6 признаков безвкусицы

შემჭიდროვება


  • თუკი თბილი ჯემპრის ან ორი ზომით დიდი მოდური ჰუდის ჩაცმა გადაწყვიტე, ზემოდან მოიცვი ოვერსაიზ-ლაბადა, რომელიც ძალდატანების გარეშე მოგიწევს ჩაიცვა. არ შეეცადო ამ დროს კლასიკური ან ტანზე გამოყვანილი მოდელის მორგებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვიზუალურად გამოიყურები ისე, თითქოს ბალიში გადაყლაპე.


კიბის ეფექტი

  • ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
    შეცდომა - ლაბადის არასწორი სიგრძეა. ვერტიკალურად რაც უფრო მეტად ჭრი სილუეტს, უფრო შესამჩნევად არღვევ პროპორციებს. იმისათვის, რომ მიხვდე, რაზე გვაქვს საუბარი, სურათს დააკვირდი: გოგონას სამი ჰორიზონტალური ზღვარი აქვს ვიზუალურად, რის გამოც ბევრად დაბალი ჩანს, ვიდრე არის. სიტუაციას უფრო ამძიმებს მოშიშვლებული კოჭები. იმისათვის, რომ თავიდან აირიდო მსგავსი რამ, შეეცადე სრული ხაზი შექმნა, რომელიც მსუბუქად გადავა ერთი ფენიდან მეორეზე. თუკი მიდი-სიგრძე გაქვს არჩეული, მაშინ უმჯუბესია ლაბადის სიგრძეს ემთხვეოდეს, ან განსხვავება შეუმჩნეველი იყოს.


მოკლე სტილი

  • დამოკლებული ლაბადა და მინი-ქვედაბოლო გემოვნებიან ლუქად არ ითვლება. შესაბამისად, გირჩევთ, თავი აარიდოთ ასეთ კომბინაციას, ვინაიდან საკმაოდ ცივად და უადგილოდ გამოიყურება ერთად. თუკი მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმა გადაწყვიტე, მაშინ მუხლს ქვემოთ ლაბადაზე შეაჩერე არჩევანი.


არასერიოზული ზრახვები

  • პომპონიანი ქუდი, რა თქმა უნდა, საყვარლობაა, მაგრამ მასიურ ფერად ქურთუკთან და არა ლაბადებთან. კლასიკური ლაბადა ასეთ ქუდთან გამოიყურება ბავშვურად და უგემოვნოდ. იმისათვის, რომ არ აღმოჩნდე მსგავს სიტუაციაში, ლაბადას შეუხამე ქუდი.


დახეული ჯინსებით


  • დახეული ჯინსები თბილ ლაბადასთან მინიმუმ არალოგიკურად გამოიყურება, თუმცა ზოგიერთი გოგო მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება და კოლჰოტს ამატებს, რაც ძალიან უცნაურად გამოიყურება სინამდვილეში. თუკი გინდა თავისუფალ სტილზე ლაბადის დამატება, მაშინ უბრალოდ გაცრეცილი ჯინსებიც საკმარისია.


კომფორტულობა

  • უგები და ლაბადა - სრული უგემოვნობაა, როგორც უნდა მიუდგე. უგების ჩანაცვლება შეგიძლია ბაიკერული ფეხსაცმლით თასმებზე. მაღალი, თბილი, გამძლე, წყალგაუმტარი, უნივერსალური და აქტუალური - ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდება, ამ მოდელშია.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93