წლევანდელი გაზაფხულის მთავარი ტრენდი ყვავილებით გაწყობილი უფერული ფრჩხილებია.
როგორც იქნა, დადგა ნანატრი გაზაფხული, ამ უქმეებზე კი, გემრიელი ბლინების მირთმევის გარდა, მნიშვნელოვანია საკუთარი ფრჩხილების მოწესრიგებაც. მიმდინარე სეზონის ტრენდი იძლევა საშუალებას, ნეილ-ოსტატების მითითებით მეტი ფერი, ფოთოლი და ყვავილი "მოვირგოთ" ფრჩხილებზე. რაც მთავარია, გამოსახულებებში არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს - კოკრებით დაწყებული, მუქი ლაქით მოხატული ტოტებით დასრულებული, პატარა თვლების დამატებით გათვალისწინებული, ნებისმიერი ზომის ნახატი ან სტიკერი მისაღებია.
ყველაზე ლამაზი ვარიანტები კი ჩვენს ფოტოგალერეაში იხილეთ.