ჰერცოგინიას გარდერობში კოპლები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ბრიტანეთის სამყაროში ხშირად იცვლება, თუმცა ერთადერთი რამ რჩება უცვლელი - კემბრიჯის ჰერცოგინიას სიყვარული რომანტიკულ ნივთებთან გაწყობილი კოპლებით. საყვარელი კაბა, პერანგი და ზედები - ქეითის გარდერობში უმეტესობა სწორედ ამ გეომეტრიული ფიგურით არის შესრულებული.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰერცოგინია არამარტო შავ-თეთრ კლასიკაზე აკეთებს გათვლას. ის თამამად ირგებს კაბებს ფირუზისფერსა და ცისფერში, ან უპირატესობას მკვეთრ ფერად კოპლებს ანიჭებს. ჩვენ ამ ნაზი სიყვარულით კოპლებისადმი სრულიად სოლიდარულები ვართ - გაზაფხულზე ამ პრინტზე უკეთესი არაფერია, მსუბუქი წერტილები კაბასა და ზედაზე გამორჩეულად ლამაზად გამოიყურება. დაათვალიერეთ ჰერცოგინიას გამოსვლები კოპლებიან პრინტებში და ჩაინიშნეთ ახალ სეზონზე გარდერობის გასაახლებლად.
წყარო