ამ ბოლო დროს მოდას თმის აქსესუარები დაემატა. ქალბატონები სხვადასხვა ვარცხნილობას მრავალფეროვან თმისსამაგრებს, თავსაბურავებსა და ,,აბადოკებს“ ურჩევენ და ზაფხულის ფერად სამოსს ამ დეტალებით ალამაზებენ. თმა ქალის სილამაზის ის ერთ-ერთი ელემენტია, რომელსაც შელამაზება და აქსესუარებით დატვირთვა ნამდვილად ძალიან უხდება.
არ იფიქროთ, რომ ხვეულ თმას არაფერი უხდება. პირიქით, ამ ვარცხნილობას ნებისმიერი თმის აქსესუარი განსხვავებულობას სძენს. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბრჭყვიალა ,,აბადოკი“ და ზაფხულის მზიან დღეებში ფერად ტანისამოსს შეუხამეთ.
კიდევ ერთი დახვეწილი აქსესუარი ხვეული თმისთვის სწორედ ეს ყავისფერი უცხო სტილის ,,აბადოკია“. ეს ლამაზი დეტალი ზაფხულის ყველა ლუქს მოუხდება. ყავისფერი განსაკუთრებით კარგად მიდის თეთრთან.
2020 წელი მარგალიტების წელია. ზაფხულის აქსესუარებს მარგალიტის ყელსაბამები, სამაჯურები და თმის აქსესუარები დაემატა. ეს ულამაზესი აქსესუარიც ტრენდული და საოცრად დახვეწილია. ორ მწკრივად ჩალაგებული მარგალიტები სრულიად სხვა იერს სძენს ქალის თმას.
სწორი და გადაწეული თმისთვის ეშლიმ თვლებით გაწყობილი ხავერდის ,,აბადოკი“ შემოიტანა მოდაში, რომელიც კლასიკურ შავ სამოსს აუცილებლად განსაკუთრებით გაალამაზებს.
სიტყვა ორმაგმა არ დაგაბნიოთ, ამ ,,აბადოკს“ ორმაგს შუაში გაკეთებული კვანძის გამო უწოდებენ. ეს თმის აქსესუარი როგორც ხვეულს, ასევე სწორ თმასაც უხდება და ვარცხნილობის მიუხედავად, ულამაზეს იერს სძენს თმას.
,,ცხენის კუდი“ - ასე ეძახიან მაღლა აწეულ თმას, რომელიც ერთი შეხედვით მართლა ჰგავს ცხენის კუდს, ეს თმის აქსესუარი კი, დაგვეთანხმებით, რომ დახვეწილი, გემოვნებიანი და უბრალოდ ულამაზესია. თითქოს გადატვირთული მოგეჩვენება, მაგრამ სადა და გამორჩეულია. ამ სტილის ვარცხნილობას თუ ატარებთ, მსგავსი ,,აბადოკი“ უნდა სცადოთ.
მორიგი დახვეწილი თმის აქსესუარი სწორედ ოქროსფერში გაწყობილი ყვავილებია. ყვავილები ზაფხულის აუცილებელი დეტალია, ოქროსფერი კი რუჯს უხდება. თუ მსგავსი სტილის ვარცხნილობას ატარებთ, ეს აქსესუარი ლუქს გაგილამაზებთ.
აფრიკული ნაწნავები თითქმის ყველა სტილის თმის აქსესუარს ირგებს და ეს წითელი ,,აბადოკი“ ამ ვარცნილობისთვის ნამდვილად სწორი არჩევანია. ვფიქრობთ, რომ უნდა სცადოთ.
ალბათ, 10-დან 3-4 ქალბატონი ქვევით ჩამოშვებულ და უკან შეკრულ თმას ატარებს. ეს მოწესრიგებლ იერს სძენს ჩაცმულობას. ყოველი დღე რომ ერთმანეთს არ ჰგავდეს, შეკრული სტილის ვარცხნილობას შეგიძლიათ თმის აქსესუარი დაუმატოთ. ეს თვლებით დაფარული ხავერდის ,,აბადოკი“ ნამდვილად გაამრავალფეროვნებს დღეებს.
როგორც ჩანს, ლეოპარდის პრინტი და ლაქებიანი აქსესუარები კვლავ მოდაშია. უკან შეკრულ და წინ ოდნავ ჩამოყრილ ვარცხნილობას ეს აქსესუარი ძალიან უხდება.
გრძელ, ჩამოშვებულ და შეკრულ თმას შავი თმის აქსესუარი სინაზის იერს მატებს, ქაოსურად შეკრულ თმას აქსესუარები უხდება.
მოკლე თმას ბევრი ქალბატონი ატარებს და მათთვის ეს აქსესუარი საუკეთესო ვარიანტია. ფერადი, განსხვავებული და ტრენდულია.
ბოლო თმის აქსესუარი ოქროსფერი კლასიკური სტილის ,,აბადოკია“, რომელიც ჩამოშვებულ, გაშლილ ან დაწნულ თმას ძალიან მოუხდება.
წყარო: cosmopolitan.com