სტილი

ტოპ 10 სანაპიროს ჩანთა ზღვის სეზონისთვის

ტოპ 10 სანაპიროს ჩანთა ზღვის სეზონისთვის
ზღვის სეზონი უკვე გაიხსნა და ალბათ აქტიურად ემზადებით კიდეც დასვენებისა და რუჯის მისაღებათ. სანამ ზღვაზე წახვალთ წლევანდელი ტრენდული აქსესუარები დაკვირვებით შეისწავლეთ. ქალბატონები მოდას არ უნდა ჩამვორჩეთ, პირიქით ფეხი უნდა ავუწყოთ მას.

  • როგორი ჩანთა შეარჩეთ წელს ზღვისთვის? რა ფერები მოგწონთ ამ სეზონზე?

ნახეთ, ტოპ 10 სანაპიროს ჩანთა ზღვის სეზონისთვის.


უკვე მეორე წელია,  დაწნული სტილის ჩანთები ზღვის სეზონზე საკმაოდ აქტუალურია. შეგიძლიათ წელსაც თამამად შეუხამოთ საზაფხულო ლუქს ფერადი, ან სულაც ერთი ფერის ბადე-ჩანთა.

,,ტომარა ჩანთა“, ასე მოიხსენიებენ ამ სტილის
საზაფხულო, ზღვისთვის განკუთვნილ მსუბუქ ჩანთებს. ნახეთ, როგორი მარტივი, სადა და დახვეწილია. როგორც ჩანს, წლევანდელი ზაფხული გემოვნებიანი მოდელებით არის სავსე.



თეთრი ფერის ჩანთა, ყოველ ზაფხულს უნდა შეიძინოს ყვლეა ქალბატონმა, ეს ხომ უკვდავი მოდის დეტალია. თეთერი ყველა ფერს უხდება, განსაკუთრებით კი რუჯთან ერთად შესანიშნავი ეფექტის მომხდენია.


2020-ის ზაფხულში პრადა გამჭვირვალე ჩანთას გვთავაზობს. მათ ვისაც ბრენდები გიყვართ, მსგავსი სტილის ჩანთის შეძენა თავისუფლად შეგიძლიათ. სანაპიროზე გასვლის წინ ფერადი პირსახოცი, მზიგან დამცავი საცხი და ერთ-ორი ნივთი თავისუფლად ჩაეტევა ჩანთაში.

წელს პირველად მოდას ხის დეტალებით გაწყობილი ჩანთა შემოუერთდა, საინტერესოა 2020 წლის ამ სტილს როგორ აიტაცებენ ქალბატონები.

მხარზე გადასაკიდი ტომარა ჩანთა, ეს ძველი და წელს ხელახლა შეხსენებული სტილია. 2010-11 წლებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ქალბატონები აქტიურად ატარებდნენ მსგავსი სტილის ჩანთებს, მოდა ტრიალებს, ეს ფაქტია.

ისევ მსუბუქი და ისევ ნაქსოვი სტილი, როგორც ჩანს წელს ეს სტილიც ტრიალებს, ვაღიაროთ, რომ ეს ჩანთა თავისებურად გამორჩეულია.

ერთი შეხედვით შესაძლოა უხარისხო და მოძველებური სტილის ჩანთა გეგონოთ, თუმცა რეალურად ეს კრემისფერი ტყავისგან შექმნილი დაწნილი სტილის ჩანთაა, რომელიც წლევადელ ტენდენციებს უკვე შემოუერთდა.

ნახევრად გამჭვირვალე და ნახევრად დაწნული სტილი, ეს არის 2020 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი, უცხო დიზაინის, მსუბუქი, ფერადი და მოსახერხებელი ჩანთა.

ბოლო ჩანთა 2020-ის ზაფხულის კოლექციიდან ისევ დაწნული სტილის მოდელია, ამჯერად რუგზაკის ფორმით. ზღვის სეზონისთვის ნამდივლად შესაფერისი ეს ჩანთა, რას იტყვით?


წყარო: elle.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93