მოდას თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ შავი, თეთრი, ლურჯი და კიდევ რამდენიმე ფერი არასდროს, არასდროს გადადის მოდიდან. დღეს თეთრ ფერზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ყველა დროის აქტუალური ტრენდია და სელებრითებიც სიამოვნებით ირგებენ ამ ფერს.
ნახეთ, როგორ შევუხამოთ თეთრი მაისური ტანსაცმელს - სელებრითების ქუჩის სტილი
კენდალ ჯენერის ყოველდღიურ ჩაცმულობაში თეთრი მაისური ხშირად ფიგურირებს, თან თეთრი ფერი ჯინსს საოცრად უხდება და თავისუფალ სტილს ქმნის.
ჯიჯი ჰადიდიც ხშირად ირჩევს თეთრ მაისურს და უბრალო შავ შარვალს. ეს კომფორტული, თავისუფალი და ტრენდული სტილია.
მოდის შეუცვლელი ექსპერტი სარა ჯესიკა პარკერი ყოველთვის გემოვნებიანად ჩაცმული ჩნდება ამერიკის ქუჩებში. ნახეთ, პარკერი თეთრ მაისურს, ჯინსსა და ქურთუკს როგორ გემოვნებიანად ირგებს.
კიმ კარდაშიანიც ხშირად შეიმჩნევა თეთრ, სადა მაისურსა და ჯინსებში. როგორც ჩანს, ამერიკელ ვარსკვლავს სადა სტილი იტაცებს.
როგორ მოგწონთ ბელა ჰადიდის ქუჩის სტილი? ლურჯი ჯინსები, თეთრი მაისური და შავი ჯინსის ქურთუკი, სადა და კომფორტულია. რას იტყვით?
კარა დელევინს ხშირად იმას ედავებიან, რომ უცნაური ჩაცმის სტილი აქვს. ასე ამბობდნენ, უგემოვნო და ერთფეროვანიაო, თუმცა ამ ლუქს თუ შევაფასებთ, ბოლომდე უგემოვნოს სტატუსს ვერ მივანიჭებთ. თეთრი მაისური ჯინსის კომბინეზონს ნამდვილად უხდება.
ქეით ჰადსონის სამოგზაურო სტილი უბრალო თეთრი მაისური და ჯინსები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, კომფორტული სამოსი ყველა სელებრითს მოსწონს.
აი, კიდევ ერთი თეთრი მაისური ჰადსონის გარდერობში. ალბათ, ხვდებით, რომ თეთრი უკვდავი ფერია.
"ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზ მირანდა ქერის განსაკუთრებით ჰყვარებია თეთრი ფერი და მის გარდერობშიც ბევრ თეთრ სამოსს ნახავთ. როგორ მოგწონთ ქერის სტილი? ვაღიაროთ, უხდება ეს ფერი მირანდას.
ჰოლივუდის ბარბის, ტეილორ სვიფტის ქუჩის სტილს თეთრი მაისური და შავი კომბინეზონი ამშვენებს. როგორც ცნობილია, ტეილორის ფანებს უყვართ მომღერლის ჩაცმულობა.
წყარო: popsugar.com