ზაფხულისთვის ლუქის არჩევა არც ისე მარტივია. სიცხეში რაღაც თხელი, გრილი, ფერადი და ტრენდული გინდათ, თან ისეთიც, რომ ნებისმიერ ზომასა და ტანის მოყვანილობას მოუხდეს და ცხელი დღეები მსუბუქად გადაგატანინოთ. ამ ბოლო პერიოდში მოდა აქტიურად საუბრობს პლუს ზომის მოდელებსა და მათ სტილზე, საზაფხულოდ მათ ჩაცმულობაზე მოდა უკვე ალაპარაკდა.
ნახეთ 10 საზაფხულო ტრენდული ჩაცმულობის სტილი Plus size ქალბატონებისთვის
შავ-თეთრი კაბა
შავი და თეთრი კლასიკური, მუდმივად ტრენდული ფერებია, რომლებიც წელიწადის ყველა სეზონს უხდება და როგორც ჩანს, 2020 წლის ზაფხულში Plus size ქალბატონებს შეუძლიათ სწორედ შავ-თეთრ კაბაზე შეაჩერონ არჩევანი. შავი ელეგანტური ფერია, რომელიც ახდუნებს, თეთრი კი ტრენდულობას მატებს მას.
წითელი მოსაცმელი და შორტი
პლუს ზომის ტარება ფერების შეზღუდვას არ უნდა ნიშნავდეს და ამას დიზაინერები ცხადად გვანახებენ. ჩაიცვით, რა ფერიც გსურთ. შეარჩიეთ ნებისმიერი სიგრძის შორტი ან ქვედაბოლო და ზაფხულის დღეები გაიფერადეთ.
ცალმკლავიანი მაისური შარვლით
წელს ცალ მხარზე მოხსნილი მაისური საკმაოდ მოდურია, თან ჯინსებზე ბევრად უკეთეს ლუქს ქმნის. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა ჩაიცვათ ზაფხულში, ეს დუეტი იდეალურია. თეთრი ფერი რუჯს ძალიან უხდება, ცალ მხარზე მოხსნილი მაისური კი ელეგანტურია.
რამდენიმე ფერის კომბინაცია
ზაფხული რომ ფერადია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამიტომ, ცხადია, რომ ამ სეზონისთვის ეს ლუქიც ულამაზესია. შეარჩიეთ ფერადი, გრძელი ქვედაბოლო და ასევე ღია ფერის ჩანთა შეუხამეთ. დაგვიჯერეთ, საზოგადოების ყურადღებას აუცილებლად მიიქცევთ.
ზოლიანი კაბა თეთრი მოსაცმლით
დიზაინერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ზოლიანი სამოსი ყველას უხდება. სცადეთ ეს ლუქი ზაფხულში და თეთრი მოსაცმელიც შეურჩიეთ კაბას.
ყვავილებიანი მაისური თეთრ შარვალთან
წელს ყვავილები კვლავ მოდაშია, თეთრი კი არც არასდროს გადასულა მოდიდან. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა ჩაიცვათ ზაფხულში, მაშინ ეს ლუქი სცადეთ.
შერეული პრინტის კაბა
რა თქმა უნდა, პრინტიანი კაბები კვლავ ტრიალებს, ოღონდ ახლა საზოგადოებამ შერეული პრინტებით გაწყობილი სამოსი აიტაცა. პლუს ზომის საზაფხულო, გამოსასვლელ ლუქად ესეც აუცილებლად უნდა სცადოთ.
კიმონო და ფანქარი-ქვედაბოლო
აზიური სტილი დაბრუნდა 2020-ში. ეს ულამაზესი კიმონო და ფანქარი-ქვედაბოლო ელეგანტური, დახვეწილი და საოცრად მოდურია. რუჯს, მაღალ ქუსლებსა და საზაფხულო ჩანთას კი უდავოდ უხდება.
ჭრელი კაბა ჯინსის მოსაცმლით
ადრე, სულ რამდენიმე წლის წინ, გოგოს ვერ ნახავდით, ჯინსის მოსაცმელი რომ არ ჰქონოდა. როგორც ჩანს, ეს დეტალი კვლავ დაბრუნდა მოდაში. პლუს ზომის ქალბატონებს შეგიძლიათ ასეთი ფერადი, გრილი და კომფორტული სამოსი შეარჩიოთ ზაფხულისთვის.
კოპლებიანი კაბა
ვის არ უყვარს კოპლებიანი სამოსი, მით უმეტეს, ზაფხულში. რას იტყვით, როგორი კაბაა? ეს სტილიც უნდა სცადოთ.
წყარო: liveabout.com